ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ბაღდათში მომხდარ შემთხვევაზე წერს, სადაც ამ დროის მონაცემებით 8 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
„წუხელ ადრე დაიძინეს. სკოლაში უნდა წასულიყვნენ დღეს დილით.
სოფლად მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ჯვარი უფრო მძიმეა. მათ ჯიპებით არ აკითხავენ და სკოლის კარამდე არ მიჰყავთ აქაოდა ფეხი არ დაუსველდეთო. მძიმეა, მძიმე თქვენი ჯვარი სოფლად მცხოვრებო ბავშვებო.
ამიტომაც დაიძინეთ ადრე.
სკოლის ნაცვლად უფრო მძიმე ტალახში გეძებთ დილიდან. მერამდენედ გვართმევს ეს მიწა ადამიანებს, მოსწავლეებს, მთელ ოჯახებს...
იძინეთ მშვიდად უბედურ დღეზე გაჩენილო მოსწავლეებო. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ დედამიწის გამოყენებას, ხეებს მოვჭრით, მანამდე კი იმ ტოტებს, რომლზედაც ვსხედვართ.
როგორი მძიმეა ეს ყველაფერი. არც გასკდა ეს ოხერი გული“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა რომ ჩემი მეგობრის სიკვდილი ექსკლუზიურად მაყურებინეთ...“ - ჟურნალისტი
⭕„სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს და სრულიად კულტურის სფეროს...“ - ბიძინა ივანიშვილი