საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ამჯერად იგი საქართველოში, საკუთარ სახლში გადის რეაბილიტაციის კურსს.
მას დაბადების დღე აქვს და იგი 50 წლის გახდა.
ცოტნეს იუბილეს სოციალურ ქსელში მისი ძმა გიორგი გამსახურდია ულოცავს:
„ჩემს ძმას, ცოტნეს ვულოცავ 50 წლის იუბილეს. მალე სრული გამოჯანმრთელება და გამჩენი ღმერთის წყალობა.
ყველა იმ ადამიანს უდიდესი მადლობა, რა თქმა უნდა, ბიძინას თაოსნობით, ვინც ცოტნეს გადარჩენაში წვლილი შეიტანა და შეაქვთ დღემდე.
განუზომელია ასევე ამაგი ჩემი რძლის და ჩემი ძმა, კონსტანტინესი, სანიმუშო მეუღლეა ანა და შესანიშნავი ძმაა კოკო.
ბევრი სირთულიდან გამომიყვანია ჩემი ძმა, ისეთებიდან, ბევრს რომ დაესიზმრება, ჰოდა აქედანაც გამოვაძვრენ, გამჩენის, ჩვენი ოჯახის წევრების და სამეგობროს შეწევნით“, - წერს გიორგი გამსახურდია.
ასევე დაგაინტერესებთ: