Digest Logo

„ცოცხალი ყვავილებით მოვაჭრეები ჩვენ რომ ვიძინებთ, მაშინ იღვიძებენ...“ - ზურა შევარდნაძის ემოციური პოსტი

1751810855
ზურა შევარდნაძ

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს გვიზიარებს, სადაც ყვავილების შესახებ წერს და იმ ადამიანების შესახებ ვინც ყვავილებს ყიდიან.

„ცოცხალი ყვავილებით მოვაჭრეები ჩვენ რომ ვიძინებთ მაშინ იღვიძებენ. არავინ იცის ვინ დააწესა ასე და რატომ არ შეიძლება ყვავილი იყიდებოდეს დილიდან საღამომდე, ისე როგორც ხილი, ბოსტნეული, მწვანილი ან სხვა ნებისმიერი რამ. ასეა და მორჩა..

ქალაქის ყველა მეყვავილე ნავთლუღის ბაზარში ღამით იკრიბება რომ თავიანთი საყვავილე მაღაზიებისთვის და დახლებისთვის წავკისიდან, დიღმიდან, კოჯრიდან, საგურამოდან და მისაქციელიდან ჩამოტანილი ყვავილები იყიდონ. უცხოეთიდან ჩამოტანილი ყვავილიც აქ გამოაქვთ გასაყიდად.

ცალკე ამბავია მწვანე ფოთლებით და მასალით მოვაჭრეები, გვირგვინებისთვის, კალათებისთვის, თაიგულებისთვის ფოთლებს, ტოტებს და ყველაფერს მწვანეს აქ ვყიდულობთ. ბაზარში ყველას თავისი როლი აქვს მორგებული და ვიცით რომ თუ ვარდი გვინდა თემურას უნდა მივმართოთ, თუ ჰორტენზიები ბათუმელ ცეხოს, თუ გიორგინა და ჩამოტანილი ყვავილი ანზორას, თუ გაღვიძება გეზარება და გინდა შენს მაგივრად შეარჩიოს და იყიდოს რუზანას და გოგილოს უნდა დაუმეგობრდე.

ამ ქალებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების უსაყვარლესი, ფუმფულა, ლოღებაღაჟღაჟებული მეგრელი დალია. დალი დასავლეთიდან ჩამოტანილი მწვანე მასალით ვაჭრობს და რა უნდა სთხოვო რისი ფოთოლი, ტოტი, ღერო რომ ვერ გაგიჩინოს..

რა დროსაც გინდა დაურეკე დალი დეიდა იასამნი მინდა დიიიიიდ ორ მეტრიან ტოტებზე, მოგიკვდეს დალმა, მოგიტანს. დალი დეიდა ფინიკის პალმის ტოტები მჭირდება არც დიდები არც პატარები, ლამაზები, საშუალო ზომის, შემოგევლოს დალმა, მოაფრიალებს. დალი დეიდა ჰორტენზიები მჭირდება არც ჭყინტი არც მშრალი, ისე საშუალო, ფირუზისფერი, გენაცვალოს დალმა, გაგიჩენს. ნეკერცხლის ტოტები მჭირდება შეწითლებული ფოთლებით, მოგიკვდეს დალმა... გაუჩენელს გაგიჩენს.

ერთხელ ვმუშაობ, შუა ღამეა, მოვიხედე და არ მაქვს ვენახის ლერწები რომელიც ვთხოვე წინა დღეს. ვურეკავ საყვედურით. გაბრაზება არ შეუძლია, საამისოდ მეტისმეტად კეთილია. რომ წყინს მთლად მეგრულზე გადადის: "ზურიკო დიდა, ახლა არის ღამის 4 საათი და მე ვარ ტყეში, გიმზადებ რაც მთხოვე და მეტი რა ქნას დალმა?"
ათი წელი მაინც გავიდა მას მერე როცა მსაყვედურობენ და ვბრაზდები სულ ვამბობ „მეტი რა ქნას დალმა?..", - წერს ზურა შევარდნაძე. 

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნუცა ბუზალაძის ენერგიული ცეკვა - „ცეცხლი ხარ“

⭕მშობლები, რომლებიც ამას აკეთებენ, ემოციურად ძლიერ ბავშვებს ზრდიან

🎥 „ვილოცე, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს“ - ნოე სულაბერიძე შვილის უსაყვარლესს ვიდეოს აქვეყნებს