კომპოზიტორი და მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც განვლილ ცხოვრებაზე, სირთულეებზე, ქორწინებასა და პროფესიულ წარმატებაზე საუბრობს:
„მეჩვენება რომ ძალიან დიდი გზა უკვე გავიარე. ახლა 45 წლის ვარ 14 წლიდან ბათუმში დავიწყე მუშაობა ავიყვანე მოსწავლე და ჩემი პირველი ხელფასი იყო 60$ მაგას რა დამავიწყებს, როგორ ვიგრძენი თავი თავდაჯერებულად.
17 წლის მერე წამოვედი თბილისში აქ არავის ვიცნობდი და შესაბამისად მუსიკით ვერ დავკავდი ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე გამომეცხო ჩემი საყვარელი აჭარული ბაქლავები და ჩამებარებინა მაღაზიაში. დიდი შრომა სჭირდება ბაქლავას ამიტომ ღამეს ვათენებდი და დილით ვაბარებდი.
ამასთანავე დავიწყე სწავლა მეორე მუსიკალურში და მოვხვდი ქალბატონ ირინა ებრალიძესთან რომელსაც ძალიან ვუყვარდი (მეც ანალოგიურად).
ერთ დღესაც მირეკავს ირინა და მეუბნება სტუდია „ბომბორას“ ვოკალის პედაგოგი სჭირდება და უნდა წახვიდეო 18 წლის ვარ და მეც წავედი ქალბატონ ლია ხორბალაძის სტუდიაში დავიწყე მუშაობა. ჩემი პედაგოგობის დროს არაერთი გრან-პრით დაჯილდოვდნენ ჩემი მოსწავლეები.
შემდეგ გავიცანი ლევან ლაზარიშვილი რომელსაც 6 წლიდან ვუსმენდი და ჩემი კუმირი იყო როგორც მომღერალი. გავიცანი და ქეც დავქორწინდით.
მერე დავიწყეთ „სანოს სტუდიაში“ მუშაობა იქ ვწერდი ყველა იმ სიმღერას რაც თქვენ უკვე იცით.
შემდეგ შემეძინა ტყუპები დათუნა და ზუკა ორივე დააჯილდოვა სამყარომ მუსიკალური ნიჭით.
იყო „იქსფაქტორი“, სადაც დათუნამ ფურორი მოახდინა რამაც ცამდე ამიყვანა.
ამასობაში კი გავხდი 39 წლის და დამემართა 6 წლიანი ზე-ღრმა დეპრესია.
ჩავწექი და აღარ ავდექი და შარშან გავაკეთე ის რაც მართლა ჩემი მოწოდებაა. ჩემი ბავშვთა ვოკალური სტუდიაა, სადაც გავხდი ყველაზე ბედნიერი სამყაროში.
9 თვეში ჩავატარეთ ორი კონცერტი. ბავშვებმა ისე იმღერეს ცოცხლად და ისეთი ამაყი გამხადეს, რომ ცრემლები თავისით მომდიოდა.
ახლა ვეღარ ვითმენ როდის მოვა სექტემბერი, რომ მთელი ჩემი გამოცდილება უფრო მეტად და ასმაგად გავუნაწილო ჩემს პედაგოგებს და მოსწავლეებს.
და დღეს 2026:08:17 თამამად ვაცხადებ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.
შევცვლიდი რამეს?
არა არა და არა!
ეს ყველაფერი საჭირო იყო, რომ შევმდგარიყავი ადამიანად, დედად, მასწავლებლად, მუსიკოსად, შვილად და მეგობრად. მიყვარხართ“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი და მომღერალი ლევან ლაზარიშვილი წლების წინ დაქორწინდნენ. ცნობილ წყვილს თანაცხოვრებიდან ორი საერთო შვილი - ტყუპი ბიჭები ჰყავს. მიუხედავად დაშორებისა, ისინი შვილების ერთობლივ აღზრდასა და მეგობრული კავშირის შენარჩუნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 19-21 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით