გურიაში, ჯუმათში სტიქიის შედეგად დაღუპულ მოზარდს თორნიკე ჩხარტიშვილს ახლობლები გლოვობენ
არსებული ინფორმაციით, ბავშვი მოვარდნილმა ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა.
გარდაცვლილი სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლაში სწავლობდა. სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა.
თორნიკე ჩხარტიშვილი, ჩვენი კეთილი და მოსაფერებელი ვაჟკაცი წაგვართვა სტიქიამ. ვუსამძიმრებთ ოჯახს, სოფელს, მთელს ქვეყანას! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული ჩვენო თორნიკე! დაგვაკლდები უსაშველოდ! მშვიდობით „ბუთქუჩა“!“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
წილკნისა და დუშეთის ეპარქიის უხუცესი მოძღვარი გარდაიცვალა
„არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას დავწერდი…“ - გიორგი მღებრიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს