ჟურნალისტი პაპუნა შუშანია, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, გასული ღამე ისრაელში შედარებით მშვიდი იყო, რადგან ისრაელის რკინის გუმათებმა თითქმის ყველა იერიში, რომელიც „ჰამასმა“ განახორციელა გაანეიტრალა.
„წუხელ ბათიამსა და ხულონში საჰაერო იერიში არ ყოფილა. ვითარება სტაბილურადაა. ჰამასმა ცენტრალური ისრაელის, თელ-ავივისა და აშკელონის მიმართულებით კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო.
იყო სირენების ხმა და რა თქმა უნდა რკინის გუმათებმა თითქმის ყველა იერიში გაანეიტრალა.
მიუხედავად ინტენსიური სახმელეთო ბრძოლებისა, რომელსაც აქტიურ მხარდაჭერას უწევს ისრაელის საჰერო ძალები, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ჯერ მაინც ვერ აღადგინეს კონტროლი ღაზასთან სასაზღვრო ზოლზე, რის გამოც ჰამასის და მისი ფრაქციების ჯგუფები კვლავ ახერხებენ ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევას და ბრძოლების უშუალოდ ისრაელში გამართვას.
ბოლო მონაცემებით, ჰამასის მებრძოლები იკავებენ პოზიციების ღაზას ჩრდილოეთით კარმიას მიმართულებით, აღმოსავლეთით კფარ საბას და ბეერის მიმართულებით სამხრეთ-დასავლეთით მაგენის მიმართულებით და იმყოფებიან ქ.სდეროთშიც, სადაც ამ წუთებშიც გრძელდება ისრაელის არმიის მიერ წმენდის ოპერაციები.
მშვიდობა და გამარჯვება ისრაელს“,- წერს პაპუნა შუშანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 რას ჰყვებიან ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებული „გორდელას“ წევრები
🔵„მძიმე ღამეს ველოდებით, დააფასონ საქართველოში მშვიდობა“ - რას ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი