ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს ოჯახურ კადრებს. საზოგადოების მხრიდანაც ინტერესი წყვილის მიმართ არასდროს წყდება.
ირაკლიმ სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა:
„უსაყვარლესი მამა-შვილი“.
„ორი სიმპათიური ბიჭი“.
„მუდამ მშვიდობიან გზებზე გევლოთ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა.
მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: