Digest Logo

🎥 „წყობილებიდან გამოვედი, დიდი ხანია ვითმენ ადამიანურად, ყოველდღე დედას მაგინებენ, მეც ხორცში ვარ, ვერ შევიკავე თავი, ხმას ავუწიე“ - შალვა კეკელია ვიდეომიმართვას ავრცელებს

1734180750
შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას. კადრებმა სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოიპოვა.

საზოგადოების ნაწილი დღეს, 14 დეკემბერს ვაკეში იკრიბება, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს მამა შალვას და ეკლესიას.აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში თავად სასულიერო პირი გამოეხმაურა და შალვა კეკელიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და ვერ ვპასუხობ, იცოდეთ, რომ თითოეულს გიხდით მადლობას.

ღმერთმა გაგახაროთ, მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავა. ჩვენ ერთმანეთი ძალიან უნდა შევიყვაროთ. ჩვენ 5 საათზე ვატარებთ ლოცვას და ამის შემდეგ ტაძარში პარაკლისის გადახდას ვაპირებთ. ჩვენ, ეკლესია ვერცერთ მხარეს ვერ ვიქნებით, რადგან თუნდაც ის ადამიანები, ვინც გუშინ მოგვივარდნენ და გვაგინებს, ჩემი შვილები არიან, მიყვარს ისინი. 

თუ მათ მართლა აინტერესებთ ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება, მოვიდნენ და ეკლესიის ეზოში დავილაპაკოთ. ერთი რაც არის, რომ თვალს ვერ დავხუჭავ რაღაცებზე, ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას.

არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი, ეს წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. შენ უნდა იყო ობიექტური. უნდა შეგეძლოს თქვა, რომ ამას ვემიჯნები.

ამ ადამიანებს უნდა ანახვოთ სიყვარული, გუშინ წყობილებიდან გამოვედი, დიდი ხანია ვითმენ ადამიანურად, ყოველდღე დედას მაგინებენ, მეც ხორცში ვარ, ვერ შევიკავე თავი, ხმას ავუწიე, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ნუ ეხებით ჩემს პატრიარქს, ჩემს ქვეყანას! მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ქვეყანა. პირველ რიგში თქვენი ქვეყანა უნდა დააყენოთ“, - ამბობს შალვა კეკელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რუსული მხარე ულტიმატუმს უყენებს აფხაზურს საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე და წამოსწიონ დევნილების დაბრუნების საკითხი“ - სამოქალაქო აქტივისტი

„ქრისტიანობა და საქართველო მარადიულია, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია!“ - ზურა ხაჩიძე

„კარგად ვხედავთ შენს „მეგობრულ“ დამოკიდებულებას, რა წესებს გვტენი... ქლესა ევროპა, თავს მოხვეული გეი პარადით“ - რას წერს ხატია სიჭინავა