Digest Logo

🎥 „თუ არ იყო რთულად, რატომ დაიღუპა?... თხოვნის მიუხედავად არ გამოიძახა რეანიმობილი“ - ზესტაფონში ექიმების დაუდევრობას ერთი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

1725525934
დაღუპული ბავშვი

ზესტაფონში 17 აგვისტოს 1,3 თვის ევა ბარბაქაძე „ცრუ კრუპით“ გარდაიცვალა. პატარა ევას დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც ჰყვება ექიმების შესახებ, რომელთაც ევას სათანადო დახმარება არ გაუწიეს.

ევა ბარბაქაძის დედა ასევე ამბობს, რომ ზესტაფონში, ექიმებმა რეანიმობილი არ გამოაძახებინეს, რათა ბავშვი ქუთაისის კლინიკაში გადაეყვანათ.

„ევას დედა…

ჩემი ჯანმრთელი 1,3 თვის ევა 17 აგვისტოს 3 საათზე ღამით აუწია ტემპერატურამ 38-მდე დამწევით დაეწია ტემპერატურა და დაეძინა. დილის 6-საათზე გაიღვიძა ტირილით წავიყვანეთ „ფერომედში“ დაგვხვდა პედიატრი თამრიკო მახათაძე ბებოს გადმოცემით ევას მდგომარეობაზე ექიმმა ჩათვალა საჭიროდ გაეკეთებინა „ნოშპა” ბავშვი არ გაუსინჯავს და გვირჩია ინფექციურში წაყვანა ქუთაისში „ფერომედიდან“ გამოვედით და გზად შევედით „ჯეოში“ რადგან ბავშვის სუნთქვა არ მოგვეწონა. ჯეოში დაგვხვდა პედიატრი მაია ნასარიძე  ქ.მაიამ გვითხრა დექსა აფთიაქიდან მოგვეტანა დილის 7 საათზე ყველა აფთიაქი დაკეტილი იყო და სანამ დექსას ვიყიდდით დრო გადიოდა რომ მოვიტანეთ დექსა მერე გაუკეთდა ბავშვს. „ჯეო ჰოსპიტალში“ ვიყავით 2 საათი და ქ.მაია გვამშვიდებდა ბავშვი კარგად არის თქვენ პანიკიორობთო ვთხოვდით რეანიმობილის გამოძახებას რაზედაც თავს იკავებდა არ არის საჭიროო. ისიც კი გვითხრა ძვირიაო 450 ლარი ჯდებაო და მოვითხოვეთ მკაცრად რეანიმობილის გამოძახება და იმ თანხას ჩვენ ვიხდიდით და მაინც არ გამოგვიძახეს.

დილის 9 საათზე მოვიდა პედიატრი ელზა გაჩეჩილაძე რომელმაც ბავშვი გასინჯა და გვითხრა ფერომედში გადაიყვანეთ ინტუბირება თუ დასჭირდა თამრიკო „ანესთეზიოლოგი” მიხედავსო გაგვიშვეს „ფერომედში” მანქანით შესვლისთანავე მალე დაიღუპა ბავშვი.

ჩემი ევა თუ არ იყო რთულად როგორც ქ.მაიამ დაგვამშვიდა და ჩვენი თხოვნის მიუხედავად არ გამოიძახა კატასტროფა რეანიმობილი რომ გადაგვეყვანა ქუთაისში. რატომ დაიღუპა ბავშვი პასუხი არ აქვთ.
ასეთი პედიატრები არ უნდა მუშაობდნენ გაუფრთხილდით შვილებს ნუ გაჩუმდებით ხალხო სხვასაც დაღუპავენ როგორც მე.

ამ პედიატრების დაჭერა რომ მინდოდეს ექსპერტიზას გავაკეთებდი და დავიჭერდი მაგრამ არ მინდა უბრალოდ მინდა ლიცენზია ჩამოერთვას ექიმებს რომ აღარ იმუშაონ და სხვაც არ დაღუპონ როგორც მე.
ანალიზის პასუხები იმიტომ მიდევს, რომ დამტკიცდეს ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი არანაირი ვირუსი არ ჰქონია“, - წერს დაღუპული ბავშვის დედა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕გიორგი მამარდაშვილი წლის საუკეთესო მეკარის პრიზზეა ნომინირებული

🎥 „მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ კადრებს აქვეყნებს