ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„იყავნ ნება შენი" – ეს ჩვენი სანუკვარი სავედრებელია,
არასდროს არ უნდა იყოს ეს სიტყვები წყალწყალა,
არა,
სასიცოცხლოა ეს.
იმიტომ, რომ თუ ჩემი და ღვთის ნება ერთმანეთს ასცდა, დამთავრებულია ჩემი საქმე.
ამას ჰქვია ამარტია, ანუ აცდენა,
მოციქულებმა დაწერეს ამარტია, აცდენა და ქართულად ჰქვია – ცოდვა,
რომელიც ადამიანს ღუპავს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕7/7-ის ენერგეტიკული პორტალი იხსნება! - მანიფესტაციის რიტუალი, რომელიც ამ დღეს უნდა ჩაატაროთ