ტელეწამყვანი ეკო ფანგანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა - მისი გამორჩეული სტილი, წარმატებული კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია. იგი საკუთარ ყოველდღიურობასა და საინტერესო კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ამჯერად მან სოციალურ ქსელში პორტუგალიელ ფეხბურთელთან ლუიშ ფიგუსთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა:
„თუ იცი, იცი...“, - წერს ეკო ფანგანი.
ცნობისთვის, ლუიშ ფიგუ პორტუგალიის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, მან ეროვნულ ნაკრებში 127 მატჩი გამართა და 32 გოლი გაიტანა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ გამოტოვოთ დღევანდელი ღამე! საკმაოდ იშვიათად ხდება...“ - რას წერს ეზოტერიკოსი