Digest Logo

„თუ ომს არ დავიწყებთ და 2008 წელს ნაყიდ ტანკებს არ გავაცოცხლებთ მიშასთან ერთად...“ - რას წერს ხათუნა ხოფერია?

1674657784
ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი - ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საბჭოთა კავშირის შესახებ წერს.

მისი თქმით, „ამერიკა წინ მიდის და უკრაინისკენ მიჰყავს თოკზე გამობმული ევროპის ტანკები“.

„ერთი-ორი სიტყვა კოლექტიურ დასავლეთზე და საბჭოთა კოლექტივიზაციაზე.

„სსრკ-ს კოლექტივიზაციას საფუძვლად ედო სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაცია და საზოგადოებრივი საკუთრების ყოვლისმომცველი სისტემის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, სახელმწიფო მექანიზმების მეშვეობით. კოლექტივიზაციას თან ახლდა ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიები“, - ეს ვიკიპედიაა.

„კოლექტიური დასავლეთი ახალი ცნებაა. ეს არ არის გეოგრაფიული სახელდება. ეს არის გარკვეული პოლიტიკური პოზიციის ამსახველი ცნება.

უფრო კონკრეტულად, ამერიკის პოლიტიკური ხაზი დასავლეთთან ერთად“, - ეს მე ვარ ხათუნა ხოფერია.

იკითხავთ, რამ გამახსენა კომუნისტების მიერ წართმევით, დაშინებით, სისხლით და უბედურებით ჩატარებული კოლექტივიზაცია?

გეტყვით- უკრაინისთვის ტანკების მიწოდების პროცესმა!

ნამეტანი გაუძალიანდა გერმანია ამერიკას. არ მივცემო ტანკებსო უკრაინასო. ჩემიაო, ჩემი ოჯახიზა და მისი უსაფრთხოებიზა მინდაო. არ ვარ მე კულაკის ცოლიო!!! ალმასხანი ვარო მეო! აგერ, ბატონო, აკვირინეო, ილარიონიო, ხალამპრე, ბიზანტიეო და იმათმა მიცენ თუ კარგიაო. დედააა...... იქ ამბავი ატყდა... პოლონეთმა უთხრა, არ შემოიყვან კოლექტივში შენ ტანკებს და საერთაშორისო იზოლაციაში მოგაქცევო. აპააა....
მოკლედ, დიდი შეხვედრაა წარსულთან.

კომუნისტები თუ ძროხებს და თხებს, მიწებს და ნალიებს ართმევდნენ გლეხებს და კულაკებს, ამერიკის კოლექტიური დასავლეთი სულ ვილებს, იარაღის შავ ბაზარზე ნაშოვნ ფულებს, სიმწრით მოპოვებულ ნავთობპროდუქტებს და აფრიკაში გასაგზავნ ხორბალს ართმევს.

ეს რა არის, ლეოპარდებს, ჩელენჯერებს, ჰამვეებს აგზავნინებს უკრაინის კოლმეურნეობის სახელზე. აბაა... ეგრე სადააო, კოლექტივიზაციაო! შენც უნდა ჩადო, ამხანაგო ამერიკავ, რამეო და იმანაც არ დააყოვნა... ადრე გაგზავნილ 50 მილიარდს, ერთი 10 ცალი აბრამსის ტანკიც მიაყოლა საძოვარზე!

ასეა, ასე, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. არა და, ეს ძველი ჩვენ კი დავივიწყეთ... ვიომეთ, დავიხოცეთ, ვანგრიეთ და დავინგრიეთ ეს სსრ კავშირი... მაგრამ... იმათ ახსოვთ! მოსწონთ! ბაძავენ და გვემუქრებიან კიდეც, რომ ახალ კოლექტივში არ მიგვიღებენ... დიახ, თუ ომს არ დავიწყებთ და 2008 წელს ნაყიდ ტანკებს არ გავაცოცხლებთ მიშასთან ერთად, (დეოლიგარქიზაცია, ანუ განკულაკება, ეგ სხვა ფილმიდანაა და მერე მოგიყვებით. )
მოკლედ, სულ ეს იყო კოლექტიური დასავლეთის და სსრკ-ს კოლექტივიზაციის შესახებ!
ასეა, მიდის წინ ამერიკა და თოკზე გამობმული მიჰყავს უკრაინისკენ ევროპის ტანკები.... როგორც თხები და ძროხებიკომუნისტებს...

- დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო! - ასე თქვა არაკაცმა ალმასხანმა! ასე ფიქრობს გაძარცული, გათოშილი, თავმოყვარეობასთან ერთად, თავისუფლებადაკარგული ბებერი ევროპაც!“, - წერს ხოფერია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა