
Feedc-ის დამფუძნებელი, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. ორი თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკო 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნიკოს დედა იზა ომაძე რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო. ახლახან მან სოციალურ ქსელში საზოგადოებას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა:
„ჩემო მეგობრებო, უცნობო მეგობრებო მაგრამ ძალიან ახლობელო ადამიანებო , დიდი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის, გამხნევებისთვის, დალოცვისთვის, რომ არა უფლის წყალობა , ჩემი
ოჯახი და თქვენი თანადგომა, ძალიან გამიჭირდებოდა, ყოველი დღე უსასრულო და საშინელი ტკივილის დათმენა.
დღევანდელ დღეს მხოლოდ სიყვარულით თუ გავაკვირვებთ ერთმანეთს,სხვა თითქოს არაფერი გვიკვირს ამიტომ თითოეულ თქვენგანს გიგზავნით სიყვარულს.
სიხარული და ღვთის წყალობა გიმრავლოთ უფალმა… მიგულეთ მეგობრობაში, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყველა კეთილ საქმეში. ჩემი წილი სანთელი რომ ჩავაქრე მიხვდებით რასაც ჩავიფიქრებდი, იმედი მაქვს უფალი აუცილებლად ამისრულებს.
მანამდე კი ვცდილობ(თ) ,თავს ვაიძულებ და ასე ვაგრძელებ(თ).
„ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ,
მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ.
თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ!
თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე;
თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი“.(პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ!!!).
P.S. ჩემო ძვირფასებო, თუ სადმე ნაკვერჩხალი შეამჩნიოთ, იცოდეთ, იქ ჩემი ლოცვის წილი მარცვალი ღვივის.
ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს იზა ომაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ელენე ეპიტაშვილი ოთხფეხა მეგობართან ერთად პოზირებს - მოდელი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო გულშემატკივრები გერმანიაში ჩავიდნენ - რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე