Digest Logo

„თუ თქვენ მოიხმართ კანაფს, თქვენმა ანესთეზიოლოგმა ქირურგიული პროცედურის ჩატარებამდე უნდა იცოდეს“ - ზაზა წერეთელი

1673430216
მარიხუანა მოსაწევიუ

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი წერს, ამერიკის რეგიონული ანესთეზიისა და ტკივილის მედიცინის საზოგადოების (ASRA) ახალი გაიდალინების მიხედვით, თქვენ მოიხმართ კანაფს, თქვენმა ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს ქირურგიული პროცედურის ჩატარებამდე.

„ინფორმაცია ყოველი შემთხვევისათვის

თუ თქვენ მოიხმართ კანაფს, თქვენმა ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს ქირურგიული პროცედურის ჩატარებამდე, ამერიკის რეგიონული ანესთეზიისა და ტკივილის მედიცინის საზოგადოების (ASRA) ახალი გაიდალინების მიხედვით.

ამ გაიდლაინების მიხედვით ყველა პაციენტს, რომელსაც სჭირდება პროცედურები, რომლებიც საჭიროებენ ადგილობრივ ან ზოგად ანესთეზიას, უნდა ჰკითხონ, რამდენად ხშირად და რა ფორმით იყენებენ ისინი კანაფს.
ახალი გაიდლიანების ერთი მიზეზია ის რომ როგორც აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პაციენტი შეიძლება იყენებდეს კანაფის ზეთს ტკივილის შესამსუბუქებლად, კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარულ მომხმარებლებს შეიძლება ჰქონდეთ მეტი და ძლიერი ტკივილი და გულისრევა ოპერაციის შემდეგ, არანაკლებ, და შეიძლება დაგჭირდეთ მეტი მედიკამენტი, მათ შორის ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები ამ დისკომფორტის სამართავად.

ახალი რეკომენდაციები შეიქმნა 13 ექსპერტისგან შემდგარი კომიტეტის მიერ. კომიტეტში შედიოდნენ ანესთეზიოლოგები, ქრონიკული ტკივილის ექიმები და პაციენტის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
გაიდლაინის ავტორებმა რომელიც 21 რეკომენდაცია მოიცავს თავისი არგუმენტების გასამყარებლად წარმოადგინეს მრავალი კვლევის შედეგები. მათ შორის ერთი, რომელიც აჩვენებს, რომ კანაფის ხანგრძლივი მოხმარება ასოცირდება პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების სიხშირის 20%-ით ზრდასთან, რაც ქირურგიული პაციენტების წამყვანი ჩივილია. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის მოხმარება დაკავშირებულია მეტ ტკივილთან და ოპიოიდების გამოყენებასთან ოპერაციის შემდეგ.

სხვა რეკომენდაციები მოიცავს არჩევითი ოპერაციის გადადებას მინიმუმ 2 საათით იმ შემთხვევაში თუკი პაციენტმა მოწია კანაფი, გულის შეტევის გაზრდილი რისკის გამო. ასევეა რეკომენდაცია ვენტილაციის პარამეტრების კორექტირებისა ოპერაციის დროს კანაფის რეგულარული მწეველებისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის მოწევა შეიძლება იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის იშვიათი გამომწვევი მიზეზი და ასოცირდება სასუნთქი გზების ანთებასთან და თვითგამოცხადებულ რესპირატორულ სიმპტომებთან.

ახალი გაიდლაინების მნიშვნელობა იმითაც არის განპირებებული რომ სამედიცინო პროვაიდერთა დიდ უმრავლესობას ნამდვილად არ აქვს წარმოდგენა კანაფის შესახებ და რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის სხეულზე. მათ შორის იმაზე რომ მას შეუძლია ურთიერთქმედება სხვა მრავალ წამალთან, მათ შორის ვარფარინთან.

გაიდლაინების შემქმნელები აღნიშნავენ რომ მიუხედავად იმისა რომ კანაფი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც „ბუნებრივი“, ის არ უნდა განიხილებოდეს წარმოებული ნარკოტიკებისგან განსხვავებულად. კანაფი და კანაბინოიდები წარმოადგენს „ძალიან ძლიერ და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების კლასს“, და ეს ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს მოერიდეთ კონფლიქტს, ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რისკს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებო და ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო! დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია“ - გიორგი კეკელიძე

🔵„ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები ნუ ინერვიულებთ - მთავარია თავი არ დავარტყი...“ - რა შეემთხვა ნიკა ქავთარაძეს