29 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მსახიობის და ყოფილი პარლამენტარის სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ. აღნიშნული ფაქტი მცდარი აღმოჩნდა, საბედნიეროდ, ის ცოცხალია.
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება.
„სოსო ჯაჭვლიანი ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ბედნიერი და გახარებული!
კიდე ვინმე ფიქრობს, რომ თუნდაც ამ მაგალითზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ისჯებოდეს?!
მე ამ 44 წლის მანძილზე 2 - ჯერ მომკლეს და მესამედ აღარ მოაკვლევინოთ ჩემი თავი“, - წერს ზურა ხაჩიძე.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ბაბი კირკიტაძე საფარის უდაბნოში აცეკვდა - „დაანთო ცეცხლი დაუვიწყარი“
🔵„შენ ისტორიას ქმნი, ჩემო მეგობარო“ - ნინი ბადურაშვილი
🔵„ტაფა ჩარტყმული ბაქარით დასრულდა სერიალი და ამითვე დაიწყება ახალი სეზონი“ - ქეთი დევდარიანი