Digest Logo

„თურმე საერთაშორისო სახელის შეცვლას რომ ვაპირებთ, იცოდით? პირველად გავიგე ლიეტუვა უკვე „საკარტველას“ გვეძახის“ - ნათია ფანჯიკიძე

1665123866
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე  საქართველოს საერთაშორისო სახელის შეცვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი აზრით, საქართველოს საერთაშორისო სახელი ჯორჯიაა და კარგი იქნება თუ ეს დარჩება, რადგან ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად ეს სახელი შეეფერება და არა საკარტველო ან „გრუზია“.

„თურმე საერთაშორისო სახელის შეცვლას რომ ვაპირებთ, იცოდით? პირველად გავიგე, მეგობრის კედელზე წავიკითხე დღეს. ლიეტუვას უკვე აუტაცებია კიდეც და „საკარტველას“ (კუდმაკრატელას ჰგავს თან) გვეძახის და „კარტველა“ ხალხად მოგვიხსენიებს. ხოდა 30 წელი მოვანდომეთ, დავემახსოვრებინეთ სხვა დედამიწელებს, რომ ქვეყანა გვაქვს და ვარსებობთ და ახლა თავიდან უნდა გავეცნოთ და ავუხსნათ, რომ კარტველა ხალხი ვართ.

არადა გეორგია ანტიკურ ხანაში დაგვარქვეს ბერძნებმა. მიწადმოქმედთა ქვეყანას ნიშნავდა და ვინ იცის, გეასთანაც გვაკავშირებდნენ. გეა დედამიწას აღნიშნავდა და ამავდროულად გეა ითვლებოდა გიგანტების, ერინიებისა და ფერიების დედად, ასევე ადამიანთა დამბადებლად და მკვდართა მეფედ. მოკლედ, სანამ ღვთისმშობლის წილხვედრად გამოვაცხადებდით თავს, დედამიწის დედას „ვებარებოდით“ ფაქტობრივად. ხოდა ეს მშვენიერი სახელი გეორგია აგვერჩია, პირიქით, რაღა „პროფილის სახელს“ ვიცვლით, რომ ფრენდებმა ვეღარ გვიცნონ? როგორია ამ საკითხზე თქვენი აზრი კარტველა ხალხო?“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ

🔵„ადამიანი, რომელიც მუდამ იმას იმეორებს, ვის რა სიკეთე გაუკეთა, არ აქვს უფლება, საკუთარ თავს, მორწმუნე  უწოდოს…“ - მამა პეტრე

🔵„მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება“ - მიხეილ ცაგარელი