Digest Logo

„ტვ პირველი მზად არის უსასყიდლოდ აღმოგიჩინოთ ტექნიკური დახმარება და სიგნალის ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს დაუყოვნებლივ“ - ნოდარ მელაძე

1671007036
ჟურნალისტი ნოდარ მელაძე

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და უწყებას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის სრულყოფილად ჩატარების მიზნით ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს. 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტვ პირველი მზად არის აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება და უზრუნველყოს მისი ტექნიკური საშუალებებით, მაღალი გარჩევადობის full HD ხარისხით პირდაპირი ტრანსლაცია კლინიკა ვივა მედიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე ტექნიკურად უზურნველყოს უკუკავშირი სასამართლოდან კლინიკაში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მზად ვართ სიგნალის ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს დაუყოვნებლივ“, - წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, დღეს 14 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია. ექსპრეზიდენტი პროცესს ვერც ფიზიკურად ესწრება და ვერც დისტანციურად მოხერხდა მისი ონლაინ ჩართვა. მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პირველი და უკანასკნელი საჯარო კადრები ნორა კვიციანის სამონაზვნო ცხოვრებიდან - მან გისოსებს მიღმა 6 წელი და 4 თვე გაატარა

🔵🎥 ბაბი კირკიტაძე და ნიკო ნანიტაშვილის დაისი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

🎥 რუსკა ქარქაშაძეს ფათერაკებით სავსე ცხოვრება - რას ჰყვება მსახიობი?