ლეგენდარული მსახიობის გივი ბერიკაშვილის შვილი მანანა ბერიკაშვილი იუბილარია.
მსახიობი, რეჟისორი, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 68 წლის გახდა.
მას დაბადების დღე შვილმა ანნო მაისურაძემ სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა:
„ჩემ თვალჟუჟუნა დედას გაუმარჯოს!
ბედნიერი და ჯანმრთელი უნდა იყო დიდხანს, ჩვენ გვერდით.
მადლიერი და ბედნიერი ვარ შენი დაბადების გამო და რა მაგარია, რომ წლებთან ერთად ეს შეგრძნება მხოლოდ ძლიერდება!
დღეს მანანაჩემის (ალექსანდრე ეძახის ასე, მანანა+ბებიაჩემი) დაბადების დღეა! ვაშა!“, - წერს ანნო მაისურაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო ჩხეიძე 45 წლის გახდა - „იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე, რომ ძალიან გამაბედნიერა“
🎥 „როგორი ამაყი ვარ, ასეთი საოცარი შვილები რომ მყავს...“ - რა კადრებს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე