გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:
„სულ ამას გეუბნებით: ტვინი გვისმენს, ტვინი გვიყურებს და ამაზე შესაბამისად რეაგირებს.
ძალიან დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს პატარა სიტყვას „ჯერ” თავად მოისმინეთ, რამხელა განსხვავებაა ამ წინადადებებს შორის:
◾️მე ინგლისური არ ვიცი
▫️მე ინგლისური ჯერ არ ვიცი.
◾️წყალი არ გვაქვს.
▫️წყალი ჯერ არ გვაქვს
◾️შეყვარებული არ მყავს
▫️შეყვარებული ჯერ არ მყავს.
◾️ეს არ შემიძლია
▫️ეს ჯერ არ შემიძლია
◾️დეპრესია ვერ დავამარცხე
▫️დეპრესია ჯერ ვერ დავამარცხე
◾️კარგი სპეციალისტი ვერ ვიპოვე
▫️კარგი სპეციალისტი ჯერ ვერ ვიპოვე
◾️ჩემი ადგილი ცხოვრებაში ვერ ვიპოვე
▫️ჩემი ადგილი ცხოვრებაში ჯერ ვერ ვიპოვე
◾️საზღვარგარეთ არ ვყოფილვარ
▫️საზღვარგარეთ ჯერ არ ვყოფილვარ
არ გამოუტანოთ საკუთარ თავს განაჩენები, მით უმეტე, ნაადრევად და უსამართლოდ.
საკუთარი თავის მიმართ პირველ რიგში გევალებათ:
☑️ მზრუნველობა
☑️ ოპტიმიზმი & მოთმინების უნარი
☑️ მიმღებლობა & სიყვარული
☑️ ლმობიერება ეს პატარა „ჯერ” კი ყველაფერს შესაძლებელს ტოვებს. ადამიანის შესაძლებლობლები კი განუზომელია. გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ახალი ეტაპის დასაწყისი: ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის აგვისტო გარდამტეხი თვე იქნება
⭕ „მარტივად იპოვი გამოსავალს...“ - 7 აგვისტოს დღის ენერგიები