ექიმი სტომატოლოგი, თერაპევტი, „ზიბექსის“ დამფუძნებელი ირმა ხახანაშვილი, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და თავისი საქმის სიყვარულით გამოირჩეოდა, გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა.
„საუკეთესო ადამიანმა და ექიმმა დაგვტოვა. მრავალი წლის მანძილზე მისი დიდოსტატობის წყალობით, უამრავი ადამიანის ჯანმრთელი ღიმილი მისი დამსახურებაა. ჩემი უსაყვარლესი, კეთილი ირმა.
ირაკლის დედის საუკეთესო მეგობარი იყო და მის გარდაცვალებას ისე განიცდიდა, ამ ამბავმა მომიღო ბოლოო, ხშირად ამბობდა. გუშინ დოდოს დაბადების დღეს შეხვდა და შემდეგ წავიდა.
ძალიან მიყვარხარ, ირმა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕სოფელ ყოროლისთავში 88 წლის მოხუცს ეძებენ - „გთხოვთ, გადააზიაროთ“
⭕„იაპონური ჰარმონია“ - ნეკა დოროყაშვილის ახალმა ფოტოებმა სოცქსელი აალაპარაკა