ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„უარესი ვარ — მაგრამ ქრისტესი ვარ.
დიახ, უარესი ვარ
წარმართებზეც უარესი ვარ,
ცოდვილი ვარ,
მაგრამ, უფალო — შენი ვარ,
და იმ მოსისინეს — ყურადღებას არ ვაქცევ,
მე ვიცი, რომ შენ გიყვარვარ.
წარმოიდგინოს ეშმაკმა, რომ მეც მიყვარს უფალი — პატარა სიყვარულით,
მთელს ცხოვრებას მას ვუძღვნი — როგორც შემიძლია.
ეს არის პარადოქსალურობა ქრისტიანობისა,
რომ ჩემი ნაგავი,
ჩემი ცოდვილობა,
ჩემი უღირსობა — არ მიშლის ხელს, რომ ქრისტესთან ვიყო,
— რატომ?!
— იმიტომ, რომ ის არის ასეთი,
ის მიწყანარებს — ნებისმიერ შემთხვევაში.
ავაზაკი ვარ — მაგრამ ის მიწყნარებს,
ის მე სამოთხეში მამყოფებს...
ღმერთი ჩვენ სამართლებრივი ნორმებით კი არ გვიყურებს,
ღმერთი გვიყურებს როგორც — მამა შვილს,
და ეს დაამტკიცა მან,
მოვიდა — და ჩემთვის მოკვდა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი UFC-ის მებრძოლები - რომელ ადგილზე არიან მერაბი და ილია?