Digest Logo

„უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა „ევროვიზია“ - რას წერს ზაზა შენგელია

1747373605
ზაზა შენგელია

„ევროვიზია 2025“ ნახევარფინალში  მარიამ შენგელია მაყურებლის წინაშე წარდგა. 

სცენაზე ნომრის დასრულების შემდეგ მან წარმოთქვა სიტყვები -  „საქართველო, მიყვარხარ! მადლობა, ევროპა!“. 

მიუხედავად არაჩვეულებრივი ნომრისა, მარიამი ფინალში ვერ გადავიდა, რასაც სატელევიზიო და მუსიკალური პროდიუსერი, „ბრავო რეკორდის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია გამოეხმაურა და „ევროვიზიას“ უავტორიტეტო, დისკრედიტირებული და უსამართლო კონკურსი უწოდა:

„იმიტომ არა, რომ შენგელიაა და თან გარეგნულადაც მაგარი გოგოა …ძალიან ბრუტალურად და ემოციურად შეასრულა…კალათბურთელი მაღალ ნახტომში ბურთს კალათში ეფექტურად რომ ჩატენის, ისე… ბრავო. 

P.S. სულ ამას ვამბობდი და დღესაც ხაზგასმით გავიმეორებ - უვარგისი ხმის მიცემის სისტემის გამო, „ევროვიზიის“ კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა და ზუსტად ამის შედეგია, რომ ბოლო 40-45 წლის მანძილზე, „ევროვიზიის” ვერცერთი გამარჯვებული ვერ იკვლევს გზას და ვერ იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დიდ მუსიკალურ სცენებზე და სამწუხაროდ ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საერთაშორისო ცნობადობის მქონე მძიმეწონიანი ავტორიტეტული მუსიკალური პროდიუსერებისგან შემდგარი ჟიური არ მიიღებს გადაწყვეტილებებს vs სამეზობლო-პოლიტიკური სიმპათიებით განპირობებული ტელემაყურებლების კენჭისყრისა და რაც მთავარია, სანამ ეს კონკურსი რომელიმე მეიჯორი რექორდ ლეიბლის (Sony, Warner, Universal) ეგიდის ქვეშ არ მოექცევა… ძალიან ძალიან დასანანია და სამწუხარო“, - წერს ზაზა შენგელია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ასე დარაჯობს თუ არ შევახსენეთ, რომ კვების დროა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

შაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი - გიორგი ფხაკაძე წამალზე წერს, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს

⭕„ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი...“- რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი?