Digest Logo

„უდიდესი ელდარ შენგელაია წავიდა, მაგრამ სულ იქნება, სანამ იქნება „ცისფერი მთები“...“ - სანდრო ელოშვილი

1754299365
სანდრო ელოშვილი

ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.

ელდარ შენგელაიას თეატრის რეჟისორი სანდრო ელოშვილი ემშვიდობება:

„უდიდესი ელდარ შენგელაია წავიდა, მაგრამ სულ იქნება, სანამ იქნება „ცისფერი მთები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“...“, - წერს სანდრო ელოშვილი. 

ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.

მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვერაფერი შეედრება იმ სიყვარულს, რასაც დედაჩემის მიმართ ვგრძნობ“ - ნუცა ბუზალაძე სტამბოლში იმყოფება

🎥 „იმაზე ბევრად ლამაზი და ჯადოსნურია, ვიდრე მეგონა... ეს საღამო სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“ - თიკა ჯამბურია ერევანში იმყოფებოდა

🎥 „ჩემს ულამაზეს კახეთს და კახელებს გეფერებით! მომენატრა ჩემი ყვარელი“ - რა კადრებს აქვეყნებს ნინი შერმადინი