ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანებს ერთგვარი პარადიგმები ექმნებათ სულიერ ცხოვრებაში,
რომელიც არაჯანსაღი სულიერი ცხოვრების მოტანილია...
მაგალითად,
ქრისტიანობა ზოგისთვის არის მუდამ ანტიქრისტეს სულის ძიება — მუდამ ძიება იმ ნიშნებისა, მოვა თუ არ ეშმაკი და როდის მოვა...
— და რატომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ თუ ეშმაკზე ვიფიქრებთ სულ, ჩვენ მას ვიცნობთ?
და არ გამოგვეპარება?
— წარმოიდგინეთ, ადამიანი რა სასაცილოა?! ხომ?!
— ჩასაფრებულია ანტიქრისტეს ნიშნებზე,
ბეჭდებზე,
მასონურ-კონსპირაციულ თემებზე,
და ფიქრობს, რომ არ გამოეპარება...
ამ დროს, გამოდის, რომ ადამიანს ჰგონია, რომ მისი გონება და ტვინი უფრო მძლავრია,
ვიდრე დემონური ინტელექტი,
და არ გამოეპარება,
— და ხომ არ ცდები?!
ერთადერთი, რითაც ჩვენ ანტიქრისტეს ვიცნობთ,
არის ის, რომ — მას უკეთური ნება ექნება,
ეს უკეთური ნება ძალიან მაცდურად შემოვა:
ჯერ ერთი — პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ნათლის ანგელოზის სახეს იღებს,
და მეორეც — თავის თავს გამოავლენს ვითარცა ღმერთი,
არა ღმერთი — არამედ ვითარცა ღმერთი,
— რას ნიშნავს ვითარცა ღმერთი?!
— „ღმერთივით არის“(ხალხი იტყვის),
— რატომ იტყვის ხალხი, რომ ღმერთივით არის?!
— იმიტომ, რომ ვერ მიხვდებიან, რომ უკეთური ნების მატარებელია,
ანტიქრისტეზე, რომელსაც სრულად გადასცემს ძალაუფლებას ეშმაკი...
და ვიღაც თუ იტყვის, რომ ჩვენ, ქრისტიანებს ეს არ გვემუქრება— ძალიან მწარედ ვცდებით,
იმიტომ, რომ უფალი გვაფრთხილებს, რომ რჩეულნიც შეცდებიან,
ასე მარტივად არ არის საქმე...
— რატომ შეცდება ქრისტიანი?!
— იმიტომ, რომ კი ამბობს ბევრჯერ - „იყავნ ნება შენიო“,
მაგრამ ეს სიტყვები, მის ცხოვრებაში არ რეალიზებულა...
და თუ შენს ცხოვრებაში არ რეალიზებულა სიტყვები - „იყავნ ნება შენი“ — ვერ მიხვდები, რომ შენ წინ ანტიქრისტეა,
ვერ მიხვდები მის მაქინაციებს,
და მთელი ცხოვრება გატარებს ტყუილებით...
— გავიდა ცხოვრება, მოვკვდებით, გარდავიცვლებით,
და სად არის ანტიქრისტე?!
— მისი სული გვატყუებს, როცა ასე ვფიქრობთ,
იმიტომ, რომ მე ანტიქრისტე კი არ უნდა ვეძებო,
ეშმაკი კი არ უნდა ვეძებო,
მისი გამოხტომები კი არ უნდა ვეძებო — არამედ, მე ღვთის ნება უნდა ვეძებო,
და თუ ღვთის ნება ჩემში რეალიზდება — ვერაფერი ვერ მომატყუებს,
და თუ ღვთის ნება ჩემში რეალიზდება — ეგ არის ქრისტიანობა,
— და რაში მაინტერესებს, როდის მოვა ანტიქრისტე?!
— ეს ჩემი საქმეა?!
მით უმეტეს ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება,
ამიტომ:
მე თუ მინდა, რომ თვალხილული გავხდე, ღმერთით უფრო უნდა ვინტერესდებოდე — ვიდრე ანტიქრისტეთი,
ღვთის ნებით — ვიდრე ამა სოფლის სულის ნებით,
იმიტომ, რომ ჩემში ღვთის ნება უნდა რეალიზდეს,
და ჩემში თუ არ მოხდება ღვთის ნების რეალიზება — მე ვერ მივხვდები დემონურ ნებას,
იმიტომ, რომ ის რქებით არ მოდის,
ის მოდის, როგორც სიკეთე,
სინათლის ანგელოზი“,- წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არაჩვეულებრივი ფორმები გაქვს“ - მარიამ სანოგოს ახალი კადრები და გამომწერების კომპლიმენტები
⭕რატომ არ უნდა დატოვოთ ცარიელი ბოთლები მაგიდაზე
⭕„2025-ის ბოლო იმედის დილა...“ - ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს