Digest Logo

„უკან გზა არ არსებობს სამყაროში, ადრე თუ გვიან, ის ვინც ბნელია, ან განიცდის ტრანსფორმაციას ან განადგურდება!“ - ნუცა შანშიაშვილი

1774847722
ნუცა შანშიაშვილი

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.

ამჯერადაც მომღერალი ახალ პოსტს აქვეყნებს:

„ვის მხარეს ხარ? ადამიანი, რომელიც ცივილიზაციის განვითარებულ საფეხურზეა?

თუ ადამიანის ვინც სიბნელეშია და იმის მაგივრად, რომ ეცადოს დაეწიოს იმ სხვას ვინც განვითარებულია და გახდეს იმაზე უკეთესი თუ არა, შესაფერისი მაინც, პირიქით, ცდილობს, შექმნას საკუთარი შეიარაღება, რათა დათრგუნოს და გაანადგუროს ის, ვინც ცივილიზაციის სათანადო ეტაპზეა და გახადოს მთელი სამყარო თავისი თავივით ბნელი?

რა თქმა უნდა არჩევანი ნორმალურმა, ჭკვიანმა და შორსმჭვრეტელმა ადამიანმა უნდა გააკეთოს პირველ ობიექტზე!

უკან გზა არ არსებობს სამყაროში, ადრე თუ გვიან, ის ვინც ბნელია ან განიცდის ტრანსფორმაციას ან განადგურდება!

თუ სოციალური მდგომარეობა ხელს გიშლის ან გაშინებს, ჩუმად შენს გულში მაინც გააკეთე სწორი არჩევანი!

ეგ უკვე საკმარისი იქნება, იმისათვის, რომ სამყარომ იგრძნოს შენი გადაწყვეტილება!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მამა არის პირველი კაცი, რომელიც გოგოს სულში საკუთარი თავის რწმენის თესლს თესავს, ჯანსაღი მამა არ ნიშნავს იდეალურ ადამიანს“ - ფსიქოლოგი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 მარტს საქართველოში