„გუშინ უკრაინის საგარეო მინისტრი მადლობას უხდიდა საქართველოს დღეს კი ელჩს იწვევს საქართველოდან! ვეკითხები რატომ არ გამოიწვიეს ელჩი ბელორუსიისა. დიახ, იმ ქვეყნიდან საიდანაც იბომბება ქვეყანა!“, - ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება ბოლო საათებში, რომ უკრაინის ხელისუფლების, ვიმეორებ ხელისუფლების და არა უკრაინელი ხალხის მთავარი მტერი, თურმე საქართველოა! რა ხდება ეს? გაუგონარი იმასაც რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს!
გუშინ უკრაინის საგარეო მინისტრი მადლობას უხდიდა საქართველოს, დღეს კი ელჩს იწვევს საქართველოდან!
ვეკითხები, რატომ არ გამოიწვიეს ელჩი ბელორუსიისა. დიახ, იმ ქვეყნიდან, საიდანაც იბომბება ქვეყანა!
ან კიდევ ხელისუფლებაში უკრაინელი კაცი არა ჰყავთ, ეს ვიღაც გასტროლები, რომ გაუშვათ მოლაპარაკებებზე!
აი, ნახეთ, მისი ნამდვილი სახე!
ჩემი მხარდაჭერა უბრალო უკრაინელ ხალხს!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.