საქართველოსა და სამოას ეროვნულ ნაკრებებს შორის გუშინ თამაში გაიმართა, რომელიც „ბორჯღალოსნების“ დამარცხებით 19:20 ანგარიშით დასრულდა.
თამაშის დაწყებამდე სამოას მორაგბეებმა ჰაკა შეასრულეს, ხოლო ქართველ მორაგბეებმა მოედანზე ჯვრის ფორმა გამოსახეს.
აღნიშნული საკითხი საზოგადოების განკითხვის თემად იქცა. ნაწილს მორაგბეების განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა, ნაწილისთვის კი ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.
„იმიტომ არ მოიგეს?! ვაი, ჩვენ ამათ პატრონს.
უკულტურო და ბნელი რატომ უნდა იყოს მთელი ერი.
ბიჭებო, შემდეგში გრაალის ფორმა ვცადოთ და მოვიგებთ!“, - წერს ანდრო ბარნოვი.
„გეხვეწებით ვინმემ მიჯიკეთ. გამაღვიძეთ და მითხარით, რომ ცუდ სიზმარში ვარ და გლობალურ ეროვნულ დაღ@ევებას გადავურჩით“, - წერს ნიგზარ სულაშვილი.
„შემდეგზე ნახევარ მთვარე გეცადათ, ჯვარი ხუთი გაქვთ დროშაზე და მაინც არაფერი გეშველათ“, - წერს ნიქო გორგილაძე.
„არც ერთი სპორტის სახეობა მხოლოდ ტექნიკური ჯახი არ არის ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის, მით უმეტეს რაგბი.
უამრავი ისტორიის, რიტუალის, თილისმების და მუღამის ამბავია. როგორც გულშემატკივარში, ისე ცალკეულ მოთამაშეებში და ისე გუნდებში.
რიტუალები როგორც წესი საბრძოლო განწყობის ამაღლებას, ქვეყნის კულტურის წარდგენას და იმედის ჩასახვას ემსახურება.
მაგალითად: ხავიერ ჰერნანდესი მუხლებზე მდგარი ლოცულობდა მატჩის წინ ხოლმე;
ბლანი ბარტეზს კოცნიდა ხოლმე თავზე; ნურმაგამედოვი ღმერთს ახსენებდა ჩხუბამდე; დვალიშვილი ყელზე ჩამოკიდებული საქართველოს რუკით მოძრაობს; ამერიკულ ფეხბურთში თილისმები ჰყავთ და იმათ დაარბენინებენ მოედანზე; მაორის კულტურას, სხვადასხვანაირი სარიტუალო ცეკვები არ გამოელევა და კი იცით ჰაკა რაგბიში;
ვიღაცა შეცვლაზე შესვლისას იწერს პირჯვარს, არველაძე მაგალითად და ა.შ. და ა.შ.
ჩვენი რაგბის ნაკრების ყველა ფორმაზე რაღაც იდეა იყო ყოველთვის.
ვაზი ეხატა ზურგზე, იმ ლეგენდის გატანა იყო, რომლის თანახმად მებრძოლები ომში ვაზით რომ მიდიოდნენ, ფორმას ღვინის ფერი მივეცით და ახლა წმინდა ნინოს ჯვარით დადგნენ, მოწინააღმდეგის საბრძოლო ცეკვის წინააღმდეგ.
და რა, ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში (გინდა ძველ თუ ახალ ისტორიულად და გინდა დღეს უკრაინაშიxxxxxxcc ქართველი მებრძოლების შემყურე) თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით ასე მართლა ვერ გავიგე, ან რა არის გაუგებარი ამ ჟესტში.
არა განა აღშფოთების, დაჟე ჯააან აღშფოთების უფლება არ გაქვთ. გაქვთ.
უბრალოდ ბონუსად იცოდეთ, რომ თქვენ კი უკეთესად იცით, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი ლოგოც იდეალურია და ძალიან კარგი სხვათა შორის.
ახლა ქართულ რაგბს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, თუმცა გამარჯვებაშიც და მარცხშიც ჩვენ ვართ მეთექვსმეტე:
მიაწვააა!“, - წერს არჩილ მარშანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიგე, მითია თუ რეალობა, რომ ძმრიანი წინდები ხელს უწყობს სიცხის დაწევას
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
🔵„კარგი დღეა საკუთარ სურვილებში, ღირსებებსა და ნაკლოვანებებში გასარკვევად“ - მიხეილ ცაგარელი