Digest Logo

„უკვე ერთი წელია ჩვენ თქვენსავით ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ... ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ, ტკივილს ტკივილი დაუმატა“ - ნიკო კვარაცხელიას დედა

1665311909
ნიკო კვარაცხელიას დედა

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. შემთხვევა, 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, აქედან 8 უკვე დაღუპული იყო. 

ვერაზე ჩაცხრილული ახალგაზრდა ბიჭის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ბათუმში მომხდარს იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„2021 წლის 15 სექტემბრის მერე, გაუსაძლისი ტკივილით მივყვებით დღეთა დინებას, ეს იმ ტკივილზე ვსაუბრობ, რომლის მსგავსიც ნამდვილად არ მინდა ადამიანმა გამოცადოს, მას მერე გონებაში მუდმივად მიტივტივებს სიტყვებს: “ნეტავ ღმერთო სად იყავი იუდა რომ ხარობდა?” …

შარშანდელმა რვა ოქტომბერმა, ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ, ტკივილს ტკივილი დაუმატა, წამომაყვირა, შემაძრწუნა, ისევ დიდი კითხვის ნიშანი გამოაჩინა. დიახ! ისევ ვიყვირე კიდევ ერთხელ “სად იყავი მამა ღმერთო? – თქო.

კარგად მახსოვ,ს მალევე ჩემმა მეგობარმა Nino Zambakhidze მითხრა: “ბავშვები დაობლდნენ დედის და ოჯახის წევრების გარეშე დარჩნენ ნიკოს სახელობის სტიპენდია მათთვის სიცოცხლის გაგრძელების, მომავლის იმედის გაჩენის მარცვალი იქნებაო”, არც დავფიქრებულვართ, მადლობა ღმერთს და უკვე ერთი წელი ხდება ორი ძალიან ძვირფასი სტიპენტიანდი გვყავს, ნიკა შომახია და დემეტრე დავლაძე, ტკივილს და დიდ ტრაგედიას რაც მათ გადაიტანეს ვერანაირი ნუგეში ვერ აანაზღაურებს, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება რომ გააგრძელონ ცხოვრება და თავისი წილი მიიღონ ამ გაუსაძლის ყოფაში, გვტკივა თქვენი ტკივილი, მაგრამ ძლიერად უნდა იყოთ შვილებო, მამების სანუგეშოდ, ჩვენ თქვენი წარმატება ისევე გაგვახარებს, როგორც ნიკოს წარმატებით ვხარობდით, გწამდეთ ზეცაში გაფრენილი დედიკოები მფარველ ანგელოზებად გყავთ!

სულ რაღაც ერთი თვის წინ, ნიკოს წლის თავზე შევხვდი გიორგი შომახიას, ძალიან ტკივილიანს დარდიანს და თვალცრემლიანს…

დიახ, უკვე ერთი წელია ჩვენ თქვენსავით ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ!!!

ვთქვი და კიდევ განვმეორდები, ირანელი ნობელიანტის შირინ ებადის სიტყვებით: “თუ არ შეგიძლია ბოლო მოუღო უსამართლობას მაშინ უამბე ყველას!”

უსამართლობასთან შეგუება ხომ ყველაზე დიდი ბოროტებაა.

ეს ოჯახებიც ხომ დაუდევრობის, უსამართლობის და არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი არიან!

ნათელი არ მოჰკლებოდეს ბათუმის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების უდანაშაულო სულებს”,- წერს იზა ომაძე. 

 

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘🎥 „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ მაღაზიაში მთვრალი უცხოელი თავს დაესხა თანამშრომლებსა და სტუმრებს - კადრები ადგილიდან

🔘„ჩემი ავადმყოფობის გამო, დამიგვიანდა მასზე დაწერა, თუმცა სულ თვალყურს ვადევნებდი...“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

🔘 🎥 სად არის გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი - ნახეთ, ვიდეო