Digest Logo

„უკვე ორი შემთხვევაა ქალაქში და არის საშიშროება, რომ რაღაცა უბედურებას გადავეყაროთ!!“ - ნარკოლოგის გაფრთხილება

1659797807
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ახალი ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს, რომლის ზედოზირებამაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.

„მეგობრებო ახლა უკვე ორი შემთხვევა არის ქალაქში და ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს პოსტი დავწერო ვინაიდან ესე იგი არის საშიშროება რომ რაღაცა უბედურებას გადავეყაროთ!

ვინც გამოიწერეთ რაიმე ნარკოტიკი და ნახეთ რომ არის თეთრი კრისტალები და გამოიწერეთ როგორც მეტამფეტამინი ან ალფა-პვფ ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მეფედრონი და ამ კრისტალებში შესაძლებელია იყოს მეტადონი ან კარფენტანილი ორი ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა ამიტომ არ არის გამორიცხული სხვაც იყოს და ბევრი!!!

მეტადონი და კარფენტანილი ამ შემთხვევაში არის იპიატი და შესაძლებელია გამოიწვიოს ზედოზირება და სიკვდილი! სიმპტომები მოხმარების დროს:

1. გულისრევა, ღებინება;

2. გაბრუება, გონების დაკარგვა;

3. სუნთქვის გაძნელება და მძიმე შემთხვევაში გაჩერება.

რა უნდა ვქნათ?

1. არ მიატოვოთ მარტო ადამიანი;

2. დარეკეთ 112 და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ, გაუვლის და მერე არ გამოვა;

3. სუნთქვის გაჩერების და გონების დაკარგვის შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვა პირიდან პირში ან პირიდან ცხვირში. დაიწვინეთ გვერდზე, რომ ნაღები მასა არ მოხვდეს ფილტვში და გამოიყენეთ ნალოქსონი!

არ არის აუცილებელი, რომ გაუკეთოთ ვენაში. შეგიძლიათ უბრალოდ ჩაასხათ პირის ღრუში ან გაუკეთოთ კუნთში. ზედოზირების პაკეტები არის აპარატებში სიგმა, რომელიც დგას პსპ აფთიაქებთან. მანდალა • Mandala დაუკავშირდით და გატესტეთ თქვენი შეძენილი ნარკოტიკი! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს!“ - წერს ზურა სიხარულიძე.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მეხვეწებოდა, ცოლად გავყოლოდი, მაგრამ უარი ვუთხარი” - სოფო ნიჟარაძე

🎥 როგორ ატარებს წყვილი თაფლობის თვეს საბერძნეთში - ახალი კადრები

🔵„ასე იგეგმებოდა“ - რატომ სტუმრობდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწილამდე ელდარ შენგელაიას?