Digest Logo

„უმცირესობის უფლებების დაცვა ამ მორალური ტანჯვის შემცირებას ემსახურება, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანასწორად იგრძნოს თავი, რაც უკიდურესად სამართლიანია“ - ნათია ფანჯიკიძე

1683099237
ნათია ფანჯიკიძე

„სინამდვილეში კი ლგბტ ადამიანების რიცხვის „ზრდა“ მთელ დემოკრატიულ მსოფლიოში საკუთარი ორიენტაციის შესახებ გაცხადების გამო „გაიზარდა“. და არა იმიტომ, რომ ვინმე გადაკეთდა“, - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ უმცირესობის უფლებების დაცვა ნიშნავს უკეთეს საზოგადოებას, უკეთეს ცივილიზაციას და ყველასთვის თანაბარ გარემოს.

„ხალხ, დემოგრაფიული შიში ინსტინქტური შიშია, მიუხედავად იმისა, რომ თავად თქვენ, მე, ანუ უმრავლესობას, გარდა გამონაკლისებისა, სულ რაღაც ერთი ან ორი შვილიკო გვყავს. სწორედ ეს საშუალო რიცხვი იწვევს სინამდვილეში დემოგრაფიულ კლებას. ვეძებოთ მიზეზი საკუთარ თავში და არა სხვაში.

ერის ნაყოფიერების ღმერთებად და დემოგრაფიის მცველებად რომ თავი მოაქვთ, ასევე გარდა გამონაკლისებისა, არც მათ ჰყავთ ჩვენზე მეტი შვილი. მიუხედავად ამისა, ინსტინქტზე მიჭერა მუშაობს და ამიტომ იოლად მანიპულირებს პროპაგანდა, თითქოს ლგბტ ადამიანების ხილვადობის დაშვებით რამე დაუშავდებოდეს დემოგრაფიას, ან თითქოს შესაძლო იყოს „გადაგედოთ“ ის, როგორადაც არ დაბადებულხართ.

ახლა ამერიკულ კვლევასაც იშველიებენ ამ პროპაგანდის განსამტკიცებლად, სინამდვილეში კი ლგბტ ადამიანების რიცხვის „ზრდა“ მთელ დემოკრატიულ მსოფლიოში საკუთარი ორიენტაციის შესახებ გაცხადების გამო "გაიზარდა". და არა იმიტომ, რომ ვინმე გადაკეთდა.

ჩვენი, ყველას ორიენტაცია სულ მცირე ასაკიდან ხდება ცხადი, საგრძნობი, როგორც კი ვინმე საბავშვო ბაღში თუ პირველ კლასებშივე მიგვიზიდავს, ხოლო გაცნობიერება უმეტესწილად მოზარდობის ასაკიდან. შეგუებას ზოგი ადამიანი მთელ ცხოვრებას ანდომებს, ზოგი კი ისე მიდის ამ ქვეყნიდან, ვერ ეგუება, რაც მათ მორალურ ტანჯვას უმატებს.

უმცირესობის უფლებების დაცვა ამ მორალური ტანჯვის შემცირებას ემსახურება, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანასწორად იგრძნოს თავი, რაც უკიდურესად სამართლიანია. ეს ნიშნავს უკეთეს საზოგადოებას, უკეთეს ცივილიზაციას, ყველასთვის თანაბარ გარემოს, რომ საუკეთესო გამოავლინოს ნებისმიერმა. საზოგადოებაში კონტრიბუცია კი მცირე არა აქვთ ლგბტ წარმომადგენლებს.

არავის უნდა ერიდებიოდეს საკუთარი თავის პრეზენტაცია.

გვიყვარდეს ერთმანეთი, არ დავუშვათ არავის შეურაცხყოფა არანაირი მისი ბუნებრივი მდგომარეობის გამო. არავინ ვკვეთთ სინამდვილეში ერთმანეთის გზას და ყველა, მით უმეტეს მშვიდობიანი ადამიანი ვეტევით ამ საყვარელ დედამიწაზე ჩვენ-ჩვენი თავისებურებებიანად.

ნებისმიერი თქვენი ნამდვილი პრობლემის „გარეთ“ გატანა და არა ჩვენი პრობლემის ზონაში გადატანა არის მანიპულაცია. საკუთარი საჭიროებები, საკუთარი ნამდვილი პრობლემები უნდა იყოს მიზანი რომ გავაუმჯობესოთ და არა ქარის წისქვილებთან ბრძოლაში გაგვრეკოს ვინმემ.

ადამიანის სიყვარული ნიშნავს გვიყვარდეს ჩვენი სახეობა ყველა თავისი გამოვლინებით“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თქვენ მთავარი ფავორიტი ხართ! იწყება ვარსკვლავური დრო“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირაში

🔵„დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი კუროს ნიშანში შევა!“ - რა ცვლილებებია მოსალოდნელი?

🔵„სურვილების ასრულება იმაზე ახლოსაა, ვიდრე გგონიათ“ - მაისის 3 ფავორიტი ნიშანი

🔵„ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს - სიზმარი ახდება“ - მიხეილ ცაგარელი