Digest Logo

„უნივერსიტეტში ლექციებიდან სულ მაგდებდნენ... ერთხელ თმის ვარცხნა დავიწყე ნინო ბურჯანაძის ლექციაზე“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

1667715856
თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და უნივერსიტეტის პერიოდს იხსენებს. 

როგორც თავად წერს, საუბრის გამო ლექტორები ხშირად აგდებდნენ, ერთხელ ნინო ბურჯანაძემაც გააგდო ლექციიდან.

„უნივერსიტეტში ლექციებიდან სულ მაგდებდნენ. ვლაპარაკობდი სულ - ლექტორების პარალელურად.
რეგინა იაკობიძე მაგდებდა ძაან ხშირად. სხვებიც.

ერთხელ თმის ვარცხნა დავიწყე ნინო ბურჯანაძის ლექციაზე და იმანაც გამაგდო - при людях даже мазать помаду не лзя - ო ასე მითხრა, მეთქი ხარაშო დაიკო  

ისეთი ლექტორებიც მყავდნენ ვისთანაც ვლაპარაკობდი და არასოდეს გავუგდივარ - ალიკა რონდელი, ზურა დავითაშვილი, ლისა კესნერი…

გამოცდაზე რომ გავდიოდი იმ ლექტორებთან, ვინც ხშირად მაგდებდა, სულ რეაქციებით ვერთობოდი - ეგონათ, რომ შტერი ვარ და ამიტომ არ ვიქცევი ისე, როგორც წესია.  
წითელ დიპლომზე დავამთავრე. ახლა რაღაც დიალოგი მქონდა კლიშეებზე და მაგან გამახსენა“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ჯანეტ ქერდიყოშვილის საშემოდგომო ლუქი, რომელიც სოცქსელის იპყრობს

🔵 🎥 სალომე ჭაჭუას მდიდრული სახლი - ღრმად ამოისუნთქეთ, ვიდრე ვიდეოს ნახავთ

🎥 ლელა წურწუმიას ბენდი, გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სახეები - კადრები ლაშა ტალახაძის შვილის გრანდიოზული ნათლობიდან