Digest Logo

🎥 „უპატივცემულობა სიკვდილით ისჯება!...“ - სოსო ნებიერიძის ექსკლუზიური მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში

1745048311
სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.

სოსო ნებიერიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა. მან ჩრდილოეთ კორეის ვიზა მიიღო და იმოგზაურა კიდეც, მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ სამყაროში.  აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში აჟიოტაში მოჰყვა, ამჯერად კი სოსო მოგზაურობის თავგადასასვალს გვიზიარებს:

„მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი და იზოლირებული ქვეყანა, ქვეყანა სადაც მოგზაურობა თითქმის შეუძლებელია.  კიმ ჩენ ინის ოჯახი 77 წელია მისი გვარი ქვეყანას მართავს. შეზღუდვები და აკრძალვები, რომელიც ამ ქვეყანას აქვს გაუგონარი და წარმოუდგენელია. შეზღუდვების სია გრძელია და სასჯელები უარესი. ქვეყნის ლიდერების უპატივცემულობა უპატიებელია და სიკვდილით ისჯება“, - ამბობს სოსო ნებიერიძე ვიდეოში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდი იქნება 19 აპრილს საქართველოში?

⭕მამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...ნუ გაურბიხართ მიწიერ ტკივილებს

⭕„რა კარგი ფოტოებია...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს