
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც სიყვარულსა და ურთიერთობაზე საუბრობს:
„ლამაზ გოგონას თუ უცქერთ, 1 საათი ისე გავა, როგორც 1 წუთი, ხოლო ცხელ ნაკვერჩხალზე თუ დასხდებით 1 წამი ისე გავა, როგორც ერთი საათი. ბევრს არ შეუძლია შეირგოს მოცემულობა, მერე კი დროის უკან დაბრუნება სურთ, თუმცა უშედეგოდ.
ურთიერთობაში, სადაც ვალდებულება უფრო მეტია, ვიდრე სიყვარული, ის კავშირი განწირულია.
ჭეშმარიტ სიყვარულს ჩარჩო და საზღვრები არ აქვს. არც ღალატი და სიცივე იცის. მისი მშვენება ლამაზი ქოხი და ოჯახია.
სიყვარული, ნამდვილად უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჭეშმარიტად: თუ წყვილი ფიქრობს, რომ ოჯახი ბოლო გაჩერებაა, აქ ,,მიზნობრივი პასუხისმგებლობა’’ ბედნიერებას მოსპობს.
ქალსა და მამაკაცს, რომელთაც ურთიერთატანის და ურთიერთშემწყნარებლობის დიდი გაკვეთილი არ გაუვლიათ, მათი თანაცხოვრება უბედურება გახდება.
ურთიერთობას ფეხზე ჩონჩხი და კუნთები არ აყენებს, არამედ, პრინციპები და პირადი შეხედულებები! თუ ერთად ცხოვრება დამატებითი მოტივაციაა, ის კავშირი მარადჟამს იბედნიერებს, ხოლო თუ ვიწრო პროფილის რუტინა, მაშინ ორივე მხარე ცოდოა დიდი ერთობისთვის“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინო სურგულაძე შვილების იუბილეს აღნიშნავს - „გილოცავთ ტყუპებო, მიყვარხართ“
🎥 გიორგი კეკელიძის პატარა კეკე 1 თვის გახდა
⭕როგორი ამინდი იქნება 7 ივნისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით