
პოეტი დიკა სალაყაია გარდაცვლილ დას - ბაკო სალაყაიას დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ზოგჯერ სული ისე მეწვის,
ვფიქრობ როგორ ვუძლებ ამდენს,
ნეტა იქ თუ არის წვიმა,
ნეტა იქ თუ არწევ აკვნებს?
ნეტა იქ თუ არის ფიქრი,
როგორ გიყვებიან ამბებს,
ალბათ მტრედებს მოაქვთ შენთან,
რასაც ჩვენ ვერ გაწვდენთ ცამდე?....“
დაბადების დღეს გილოცავ ფიქრებში და ლოცვებში.
უსაშველოდ მენატრები. ალბათ უკვე გნახა და ჩაგიხუტა მამიკომ… ალბათ ბევრი იტირეთ, იცინეთ…
იქ ალბათ, შენ ისევ პატარა ცელქი გოგო ხარ…
სიმღერას ისევ გასწავლის მამიკო?
ნეტა თუ მოგიყვა ჩვენი ამბები…
რამდრნი ნეტა…
რამდენიიიი…“ - წერს დიკა სალაყაია.
ცნობისთვის 2021 წლის 6 დეკემბერს პოეტ დიკა სალაყაიას და, ორსული ბაკო სალაყაია კორონავირუსით გარდაეცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: