ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას ნიკოლოზობას ულოცავს.
ამასთან იგი შინაარსიან და ინფორმაციულ პოსტს გვიზიარებს:
„ერთ-ერთი უაღრესად გამორჩეული წმინდანია წმინდა ნიკოლოზი ქრისტიანულ სამყაროში, რომელიც მოხსენიებულია სამების ერთარსობის დოქტრინის დამტკიცებაში.
სამების პრინციპის გააზრებაში კი თვითონ სიტყვა „სამი“ გვახვედრებს რაღაც დაფარულს და ამოუცნობს, რომელსაც რა სჭირდება, თუ არა შემეცნება?
დიახ, არ მოგესმათ, შემეცნება. სწორედ შემეცნების ციფრია 3. სამი ეს არის მუდმივი ცოდნის მიღების, ინფორმაციული შესრუტვისა და დაუსრულებელი ძიების ციფრი, იმ უსასრულობის, რასაც ღმერთი ჰქვია.
სწორედ ეს უსასრულობა და თვით ქრისტეს სამსახოვანი უზენაესობა აქვს აღიარებული წმინდა ნიკოლოზს, რომელიც ქრისტიანული კულტურისთვის საკმაოდ მსწრაფლშემსმენელ და ღვაწლმოსილ განღმრთობილ პიროვნებად ითვლება.
ამ შემეცნების პროცესში კი იმედია, ჩვენი ერიც გამოფხილზდება! შეგეწიოთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკო ფანგანი იუბილარია - ტელეწამყვანი 43 წლის გახდა
⭕„ჩემი სიყვარული ტრანსფორმაციულია“ - შეურიგდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას?
⭕„არ გირჩევთ: კონფლიქტის გამწვავებას და რისკიან ფინანსურ ნაბიჯებს“ - 22 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი