პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რძალი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც იგი ცისფერ კაბაში პოზირებს.
იგი როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და კადრებმა გამომწერების კომპლიმენტები დაიმსახურა.
„უსაზღვრო სიყვარული“, - წერს ნანუკა გუდავაძე.
ნანუკა გუდავაძე საზოგადოებისთვის წლებია კარგად ნაცნობი სახეა. ის 2018 წელს ბერა ივანიშვილზე დაქორწინდა და მას შემდეგ წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ნანუკა და ბერა სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევიან და გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც ყოველდღიურ, ისე განსაკუთრებულ ოჯახურ მომენტებს. ბერას და ნანუკას პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი, 2023 წლის 20 მარტს ეყოლათ, რომელსაც დადუ დაარქვეს.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ოჯახი ახმეტაში მცხოვრებ 24 წლის ახალგაზრდას ეძებს
⭕სალომე ჭაჭუას შვილი 5 თვის გახდა - რა კადრებს აქვეყნებს მოცეკვავე
⭕„მშვიდად განისვენე...“ - მატილდა გვარლიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს