კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური, რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომელიც მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც 7 მარტს პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
🔵 გვჭირდება, მოგვანიჭონ სტატუსი, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგაც - პრეზიდენტი
როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, მოსახლეობის უკმაყოფილება და ქუჩაში გამოსვლა, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა გაჭირვებამ და უსამართლობის განცდამ განაპირობა.
„მე ვერ ვიჯერებ რომ ამდენი ხალხი, ამდენს იმიტომ იბრძვის, ან ამხელა დევნას, მხუთავ აირებს, თუ წყლის ჭავლებს ამ ახალი კანონის გამო იტანს, ან პარტიის, ან დაფინანსების.
ვინც არ უნდა დაგავალოს, გადი და გაუძელი აბა ამდენს.
ისიც ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენზე დარდით არც დასავლეთში აწუხებთ უძილობა და არც ჩრდილოეთში.
მე ვფიქრობ, გაჭირვებამ, უთანასწორო ცხოვრებამ, ზოგს რომ თავზე გადასდის და ზოგს რომ ყველაფერი ენატრება, ამან დააგროვა ამხელა მუხტი და პატარა ნაპერწკალიღა უნდოდა, იფეთქა და ისევ უბრალო ხალხი, სამართალდამცველები და მოქალაქეები, ერთი ქვეყნის შვილები, ძალადობენ ერთმანეთზე, როგორ შეიძლება.
ქვეყანას მიხედეთ, მარტო თქვენ და თქვენ შინაურებს არ უნდა კარგი ცხოვრება.
და ბოლოს, როგორც ყველაფერს, ამასაც ჩემი ქვეყნისადმი გულისტკივილით ვამბობ და გთხოვთ ნუ გამართავთ პაექრობას“,- წერს მამა ლევანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გაიწვიეთ ეს დედამო@@ნული კანონი და მოუფრთხილდით გულანთებულ ქართველ ახალგაზრდებს“ - ნიკოლოზ რაჭველი