ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში თსუს უნივერსიტეტის ახლად დანიშნულ რექტორზე წერს და სტუდენტობის პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, ერთ-ერთი კამათის დროს ჯაბა სამუშიამ ის ლექციიდან გააგდო და საბოლოო ქულა 51 გამოაყოლა.
„თსუს რექტორად ვინც აირჩიეს ახლა, ჯაბა სამუშია, ეგ იყო ჩემი ლექტორი, სამხედრო ისტორიას მიკითხავდა.
პოლიტიკაზე ვიკამათეთ ერთხელ, რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობაო. 18 წლის ვიყავი, ამაზე ავყევით ერთმანეთს, უცებ ხელი გამოიშვირა და მეუბნება:
- საქართველოს ისტორიაში, აი, თქვენნაირები იყვნენ ჩვეულებრივი მოღალატეები - ბრაზისგან რა მეთქვა არ ვიცოდი, გარდა ერთისა:
- ბატონო ჯაბა, თქვენ ხართ ჩვეულებრივი რუსეთუმე პრ@ჭი !
გამომაგდო.
მაგ სემესტრში ყველა საგანში 95 ქულაზე დაბალი არ მქონია. სამხედრო ისტორიაში გამომყვა 51“, - წერს ბექა ყორშია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „ქალმა ავტობუსში გაიგო, რომ შვილი ომში მოუკვდა და უკრაინას წყევლის“ - ემოციური ვიდეო