2023 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.
ლევან კბილაშვილი დღეს, 12 ივნისს 35 წლის გახდებოდა:
„35
ლევანიკო, დღეს შენი დღეა…
უზომოდ მძიმეა ეს დღე უშენოდ, თუმცა ჩვენი გულები მაინც სავსეა იმ უთბილესი მოგონებებით, რომლებიც დაგვიტოვე. კარგად გვახსოვს, რა დიდი ბედნიერება შემოიტანა შენმა ამქვეყნად მოვლენამ. ყველამ ერთად, უდიდესი სიყვარულით გაგზარდეთ. როგორი გამორჩეული, განსაკუთრებული იყავი და შენი ყოველი დაბადების დღე როგორ ზეიმად იქცეოდა ხოლმე…
დღეს შენი მეგობრები ისევ შეიკრიბებიან შენი სახელისა და იმ დიდი სიყვარულის გარშემო, რომელიც ყველას დაგვიტოვე.
შენ კი… ახლა ზეციდან შემოგვყურებ და იქიდან გვიგალობ“, - წერს სალო კბილაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სოსო ნებიერიძემ ახალი მანქანა შეიძინა - „კმაყოფილია ოჯახი“
⭕ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც 12 ივნისს განსაკუთრებული იღბალი ელის ✨