რესტორან „ქვევრის“ მფლობელის ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, რასაც სოციალურ ქსელში რესტორნის ადმინისტრაცია ეხმაურება და ემოციურ პოსტს ავრცელებს:
„ძალიან გვიმძიმს ჩვენი ბასლას გარეშე, ეს მონატრება ყოველ დღე უფრო და უფრო რთული ხდება.
დღეს 40 დღე გავიდა ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან. ბასლა იყო ქვევრის გული.
ადამიანი, ვინც ქმნიდა, მუდმივად ავითარებდა, ზრუნავდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვევრი ყოფილიყო ისეთივე ძლიერი, როგორიც მან დაგვიტოვა და არის დღეს!
მისთვის ეს ადგილი უბრალოდ რესტორანი არ იყო, ეს იყო მისი ცხოვრება, მისი სიყვარული და მისი ყოველდღე შექმნილი შინაგანი სითბო.
დღეს, როგორც ლაშას მეგობრები, ძმაკაცები და ოჯახის წევრები, ერთად ვაგრძელებთ იმას, რაც მან დაიწყო.
ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ვიცით სწორედ ასე უნდოდა მას.
ლაშა მუდამ იქნება ქვევრში.
ყოველ ხმაში, ყოველ სტუმარში, ყოველ წარმატებაში და ყოველი დღის მონდომებაში.
მის ხსოვნას ვიხსენებთ მადლიერებით და უსასრულო სიყვარულით.
გვიყვარხარ ბასლა“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 4 ნოემბერს დაკრძალეს.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 40 წლის იყო.
ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა