Digest Logo

„ვაი იმ ადამიანს, ვისაც ღმერთის არ ეშინია...ადამიანს, ამპარტავნება ისეთ სასაცილო მდგომარეობაში აგდებს, აღარც იცი რა თქვა და როგორ შეაფასო“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1766737558
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ვაი იმ ადამიანს — ვისაც ღმერთის არ ეშინია,
ვაი იმ ადამიანს,
და მოწამლულია იდეოლოგიით — „რატომ უნდა გეშინოდეს ღმერთის?!
ღმერთი არის სიყვარული — უნდა გიყვარდეს,
რატომ უნდა გეშინოდეს?!“
ვაი,
ვაი იმ ქრისტიანს — ვისაც ღმერთის არ ეშინია...
ვაი იმ სულელს,
ვაი იმ სულელს — ვისაც ღმერთის არ ეშინია...
ვაი იმ უგუნურს,
ვაი იმ უგნურს — ვისაც ღმერთის არ ეშინია...
შე დალოცვილო,
მიწა რომ იძრას, შიშისგან გული გაგისკდება,
და ღმერთის არ გეშინია?!

ადამიანს ამპარტავნება ისეთ სასაცილო მდგომარეობაში აგდებს, აღარც იცი რა თქვა და როგორ შეაფასო“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გათავისუფლების და შინაგანი სილამაზის დაბრუნების წელია...“ - 2026 წლის ჰოროსკოპი ძაღლის წელში დაბადებულებისთვის

🎥 როგორ უკავშირდება ასტროლოგია ადამიანის ჯანმრთელობას, სხეულს და ორგანოებს? - სოფია ბზეკალავას განმარტება

„26 ღამით, 27 დეკემბერი რომ თენდება, დაალაგე მონეტები ფანჯრის რაფაზე...“ - თამუნა იოსელიანი ფულის მოსაზიდ რიტუალს გვიმხელს