მოდელი და უფლებადამცველი, ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსელში შემზარავ ისტორიას აქვეყნებს და წერს, რომ შუაგულ ვაკეში ძაღლი ჩაცხრილეს.
მისი თქმით, ეს ქუჩაში ძაღლების მოკვლის პირველი შემთხვევა არ არის.
„21 სექტემბერს, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საღამოს 9 საათზე, ვიღაც ტიპი გადმოვიდა მანქანიდან და იარაღით ადგილზე მოკლა ჩორტიკა - 10 კილოიანი, პატარა შავი ქუჩის ცუგა, რომელიც დიდი ხანია იქ ცხოვრობს და რომელსაც იცნობდა მთელი უბანი. ჰყავდა ოფიციალური მიმკედლებელიც, ეკეთა საყელურიც.
10 წუთში, ადგილზევე დაიღუპა ჩორტიკა, გულში მიყენებული ჭრილობით, განწირული ტირილის მეტი, ვერაფერი მოასწრეს მასზე მზრუნველმა ადამიანებმა.
ჩორტიკა ჭავჭავაძეზე პირველად რომ გამოჩნდა, ქუჩაში მარტო დარჩენილი, ძალიან შეშინებული პატარა ცუგა იყო, რომელიც პირველად ჟუჟუმ, კიდევ ერთმა ჭავჭავაძელმა ცუგამ შეიფარა, დაიმეგობრა და მას მერე განუყრელნი იყვნენ.
აი, ასე დაასრულა ვიღაც არაადამიანმა მათი მეგობრობა და ცხოვრებისეული ფსიქოლოგიური ტრავმა დაუტოვა ძალიან ბევრ, ამ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანს.
კომპანიონი ცხოველის მოკვლა ისჯება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მძიმე სასჯელი 3 წლამდე ციხეა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცხოველებს ქუჩაში, აი ასე, უბრალოდ ხოცავენ ადამიანები და ჯერ არც ერთი (!) ადამიანი ამისთვის არ დასჯილა.
ჭავჭავაძეზე კამერები იმდენია, რომ გინდოდეს მაინც ვერსად დაიმალები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არავინ დაუკავებიათ.
მიმკედლებლებმა აიყვანეს ადვოკატიც.
ელემენტარული სამართალიც რომ საძებარი და სახვეწარია, იმ ქვეყანაში დაბადება ალბათ ყველაზე დიდი სასჯელია ადამიანისთვისაც და ყველა სხვა არსებისთვისაც“, - წერს ნათია ჩიქოვანი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘„გინეკოლოგმა შემომითვალა, თამუნა არ ჩამოვიდეს, თორემ ვესვრიო“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე