 
        
        იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ადამიანების სიტყვებში აღარ ცხოვრობს არაფერი ღვთაებრივი, მხოლოდ სიბნელე და გულში შეწყვეტილია ღმერთის სუნთქვა:
„ვაკვირდები ადამიანებს და ვამჩნევ, რომ ზოგი მოსიარულე გვამია.. თითქოს ჯერ კიდევ ცოცხალი დადის ამიერ სამყაროში, მაგრამ სინამდვილეში, უკვე აქ აღარაა, რადგან სული მკვდარი აქვს.. თვალები არაფრის მთქმელი.. გაყინული.. სიტყვებში აღარ ცხოვრობს არაფერი ღვთაებრივი, მხოლოდ სიბნელე და გულში შეწყვეტილია ღმერთის სუნთქვა.. სიცარიელე და სიცივეა.. აბსოლუტური უღმერთობა..
არადა, ზოგჯერ ლამაზად ლაპარაკობენ ღმერთზე, მაგრამ რად გინდა? ვერ გრძნობენ მას..
ჰო.. ვერ გრძნობენ, რადგან იქ, სადაც ოდესღაც იყო რწმენა და სიკეთე, ახლა უკუნეთი ბნელი სუფევს..
ღვთის პირიდან გადავარდნა არ ხდება ერთ დღეში.. ეს არის ნელი პროცესი, როცა ადამიანში ნელ-ნელა ქრება სინათლე..
როცა იწყებს ყველაფრის გონებით ახსნას და გულის ხმას არ უსმენს..
ჰო.. მაშინ, როცა აღარ გტკივა სხვისი ტკივილი, როცა სხვის უბედობაზე გეღიმება ნიშნის მოგებით.. (არ ვითამაშოთ რომ უშეცდომოები ვართ.. ვიღაც „მტერზე” ოდესმე ხომ შენც გაგღიმებია? „უხ! ღირსიაო?!” - ყველაფერი შედარებითი და ფარდობითია.. სხვას რომ განიკითხავ ისიც შენი სარკეა ზოგჯერ.. იფიქრე ამაზეც..
იცოდე, დაბრუნება იწყება ერთი უბრალო წამით — როცა გულწრფელად განიცდი შიგნით და იტყვი: „მომენატრე, ღმერთო! რა სულელი ვარ.. ეს როგორ ცუდად დაგშორდი და ალბათ, როგორ გაგიწბილე იმედი, როცა ვერ გავამართლე, ადამიანი რომ გეგონე და შენ ხატებად მქნიდი… ნუთუ მე შენი ხატება ვარ? ასეთი? არა! ეს არ არის ჩემი ღმერთი.. მაპატიე..” და იმ წამს, თითქოს შორიდან დაბრუნდება სითბო.. ის სითბო, რომელიც არასდროს მიგატოვებს და თუ აქამდე ვერ გრძნობდი იცოდე, ის სულ შენთან იყო, უბრალოდ შენ მიატოვე პირველად“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღვთაებრივი ქალბატონი ხარ“ - ეკატერინე ტუღუშის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
⭕„შაბათს ჩამოასვენებენ იტალიიდან... შეგრცხვეს სიკვდილო!“ - შოთო სიხარულიძე ლაშა ბასლანძეზე
