
„გიორგი ჩაკვეტაძემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა“, – ინფორმაციას სპორტული გვერდი Geo Team-ი ავრცელებს.
როგორც Geo Team-ი წერს, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა, საუბარია ოთხწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე.
„უოტფორდი“ ტრანსფერში 10 მილიონ ევროს ითხოვს და ახლა ყველაფერი ინგლისური და ესპანური კლუბების შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
„Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა - მაგიდაზეა 4-წლიანი ხელშეკრულება.
ახლა ყველაფერი „უოტფორდსა“ და „ვალენსიას“ შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
როგორც შევიტყვეთ, „უოტფორდი“ 10 მილიონს ითხოვს.
„ვალენსია“ ქართველს ანდრე ალმეიდას შეცვლის პირველ კანდიდატად მიიჩნევს - თუ პორტუგალიელი ღამურებს დატოვებს, ესპანური კლუბი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს ზაფხულშივე დახურავს“, - წერს Geo Team-ი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რა ლამაზი ხარ...“ - მარიამ შენგელიას ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს