Digest Logo

„ვალენტინობის დღე – ბავშვობიდან მაგრძნობინებდა თავს მარტოსულად, თითქოს სიყვარული მხოლოდ რომანტიკული უნდა ყოფილიყო…“ - ნატალია ყიფშიძე

1707906750
ნატალია ყიფშიძე

მსახიობი ნატალია ყიფშიძე ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით „ინსტაგრამზე“ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ეს დღე ბავშობიდან თავს მარტო აგრძნობინებდა.

„ვალენტინობის დღე – ბავშვობიდან მაგრძნობინებდა თავს მარტოსულად, თითქოს სიყვარული მხოლოდ რომანტიკული უნდა ყოფილიყო.

ბევრი წელი დამჭირდა ამ სიტყვის რეალური განმარტების გაგებისთვის: თურმე, სიყვარულია, შენს თავთან კარგად რომ ხარ, საკუთარ ბროწეულს რომ კრეფ, შენს პატარა ძმას რომ აცეკვებ და მუსიკაზე ხმამაღლა მისი კისკისი ჩაგესმის, შენს გარშემო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს რომ აკვირდები და ცდილობ, დაიმახსოვრო მათი ღიმილი – აი, ეს ყველაფერია სიყვარული..

ჰოდა, მეც მიყვარხართ ყველა ჩემ გარშემო, რომლებსაც ჩემს ღიმილში წვლილი მიგიძღვით“,- წერს ნატალია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „დედის გული ძალიან ჩვილია... გიყვარდეს მაშინ, როცა გვერდით გყავს“ - 92 წლის პედაგოგის ემოციური ინტერვიუ დედაზე

⭕„გედიას და მარიტას ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში მიუღებელია, სოსო ჯაჭვლიანს მთელი ცხოვრება ჰყავდა არაჩვეულებრივი, ულამაზესი ცოლი...“ - რას წერს ეკო ფანგანი?

⭕„მისტერ ვალენტინს“ გვირგვინი ლელა წურწუმიამ დაადგა - ნახეთ, კადრები კონკურსიდან