8 თებერვალს მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას დღეს, 13 თებერვალს დაკრძალავენ. სოსო მძიმე სენს ებრძოდა და თურქეთში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ჟურნალისტი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებას ეხმაურება, როგორც ეკო წერს გედიას და მარიტას ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში მიუღებელია.
„ჩემი მოკრძალებული აზრით, გედიას და მარიტას ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში (მიუხედავად ჩვენი ყველას სიყვარულისა ამ პერსონაჟების და, ზოგადად, ფილმის მიმართ), მიუღებელია.
სოსო ჯაჭვლიანს მთელი ცხოვრება ჰყავდა არაჩვეულებრივი, ულამაზესი ცოლი ირმა, რომელთანაც ბედნიერი 31 წელიწადი განვლო.
ვფიქრობ, წინადადება „გედია წავიდა თავის მარიტასთან”, ამ შემთხვევაში უადგილოა, როგორი გადატანითი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს.
სოსო“, - წერს ეკო ფანგანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ლაშა ტალახაძეს ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადაეცა