პოპულარული მომღერალი გრიგორი ლეპსი სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს. ხელოვანი თავის უმცროს ვაჟს, ივანეს იგივე ვანოს, 16 წლის იუბილეს ულოცავს.
ივანე მომღერლისა და მისი ყოფილი მეუღლის, ანა შაპლიკოვას საერთო შვილია. ლეპსის გამომწერები აღნიშნავენ, რომ ბიჭი ძალიან დავაჟკაცდა და მამას საოცრად დაემსგავსა.
„ვანო 16 წლისაა, გილოცავ, შვილო!“, - წერს გრიგორი ლეპსი „ფეისბუკზე“ და ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს.
