Digest Logo

„ვერ მასიამოვნა ზვიგენმა, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა. „პამაგი პაპას“  ყვირილმა, გულმკერდი შემინგრია“ - რას წერს ნუგზარ სულაშვილი

1686292149
ნუგზარ სულაშვილინუგზარ სულაშვილი

AFG-ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი ეგვიპტეში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ რუსი ტურისტის ტრაგიკულად დაღუპვამ შეძრა.

„ამ ქვეყნის მიმართ აუტანელი ზიზღისა და სიძულვილის მიუხედავად, ვერ მასიამოვნა ზვიგენმა, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა.

„პამაგი პაპა“-ს  ყვირილმა, გულმკერდი შემინგრია.

ალბათ მათგან განსხვავებით ქართველებს მეტი ემპათია გაგვაჩნია და ვგრძნობთ იმ ტკივილს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში თვით მოსისხლე მტერი განიცდის.

მორალისტობას არ ვაპირებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

მტერთან გამარჯვება მახარებს ბრძოლის ველზე და პირისპირ. ჰოდა, ყველა რუსი ჯარისკაცის დედაც მ...ან!

ამ მომენტმა ერთი ისტორია გამახსენა: რამდენიმე წლის წინ მე და იოანე ვისვენებდით ერთად. საკმაოდ ღრმად შევცურეთ. ბუნებრივია ყურადღებას ვაქცევდი და რამდენჯერ ვუთხარი უკან დაბრუნებულიყო.

მოულოდნელად გამოცხადდა განგაში. უკან რომ მოვტრიალდი მარტო ვიყავი. შეუძლებელია სიტყვებით აღვწერო ის საშინელი განცდა.

დავინახე როგორ დაიძრნენ სამაშველო კატერები ჩემს მიმართულებით. რომ მომიახლოვდნენ მთელი ხმით ვღრიალებდი შვილი, შვილი მეთქი! ძლივს გამაგებინეს, რომ იოანემ გამოაგზავნა.

ღმერთმა იცის, რამდენ ადამიანს ვძულვარ და ვეზიზღები, მაგრამ თვალწინ წარმომიდგა მამა, რომლის თვალწინაც ზვიგენმა შვილი შეჭამა.

რა ვიცი აბაა... იქნებ მათ ჩემზე მეტად სძულთ და ეზიზღებათ პუტინიც და მთელი მთავრობა (???)“,- წერს სულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, ეგვიპტეში, ჰურგადაში ზვიგენი რუს ტურისტს დაესხა თავს და მოკლა.

მოგვიანებით ზვიგენი დაიჭირეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ემოციური კადრები უკრაინაში მებრძოლი ქართველის ოჯახიდან, როცა გაიგეს, რომ ზურაბ მუშუქია ცოცხალია

🎥 უსაყვარლესი ალისკა პიცას აცხობს - რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე

🎥 „რა სიცოცხლე ხარ და ნეტარება“ - პატარა ანნა სულაბერიძე ამღერდა