Digest Logo

„ვერ მოერგო ჰარმონიას... არ ჰყავს გვერდში ნამდვილი მეგობრები, სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები“ - ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ პარტნიორზე

1764591277
პაიჭაძე და კოდუა

ახალგაზრდა მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. იგი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა, პირადი ცხოვრებით და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.

გარდა ამისა, მას რომანი ჰქონდა ბიზნესმენ დავით კოდუასთან, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ, ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ბინიდან გააგდო.

იგი წერს, რომ დავით კოდუა ჰარმონიას ვერ მოერგო და ყველაზე კარგი, ერთგული მეგობარი დაკარგა:

„არავის, არაფერს ვუმტკიცებ, უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი ჩემი მამაკაცისგან. 

თავად იცის, რომ მიყვარდა მართლა და ვერ მოერგო ჰარმონიას, ეგაა მთავარი... 

ყველაზე კარგი და ერთგული მეგობარი დაკარგა. ვფიქრობ, ამას განიცდის ყველაზე მეტად და მესმის. არ ჰყავს გვერდში ნამდვილი მეგობრები, სულ გამომძალველები და აფერისტები, მოსარგებლეები. მე ეგეთი მათ შორის ყველაზე ნაკლებად ვიყავი, ხედავდა და ვრჩები.

ჩემი დაკვირვებით, სწორ ხალხს ვერ ეგუება ადამიანი, როცა თავად აქვს შიგნით ცხოვრება. ჩემი სიკეთე და ფუნქცია მივიყვანე ბოლომდე, სუფთა ვარ ძალიან“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ალკოჰოლი მხოლოდ თეთრ ფერში, დაფნის ფოთოლი აუცილებლად...“ - რა უნდა იცოდეთ საახალწლო სუფრის გაწყობამდე

🎥 „როგორ ცხოვრობენ მდიდრები და ღარიბები გვერდიგვერდ“ - სოსო ნებიერიძე მუმბაიში მოგზაურობს

„დღევანდელი ფიქრები შეიძლება გახდეს ახალი სიმდიდრის ფესვები“ - 1-ელი დეკემბრის ტაროლოგიური პროგნოზი