
ცოტა ხნის წინ, იმის გამო, რომ მომღერალი ნინი ქარსელაძე წინასაახალწლო დღეებში რეგიონში გამართულ კონცერტებში მონაწილეობდა, ბულინგის მსხვერპლი გახდა.
ნინი ქარსელაძის მიმართ აგორებულ მიზანმიმართულ კამპანიას თავად მომღერალი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ერთ-ერთ ქალაქში გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც გულშემატკივრები დადებითი ემოციებით ხვდებიან.
„წლევანდელი წინასაახალწლო დღეები ჩემთვის განსაკუთრებული და განსხვავებული აღმოჩნდა! კონცერტებზე ხალხისგან სითბოს და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ იმ სიხარულს, რომელიც მომანიჭა რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრებმა, მართლა არაფერი შეედრება.
ეს არის სიყვარულის და გულშემატკივრობის ისეთი გულწრფელი გამოხატულება, რომ ამისთვის ბრძოლაც ღირს და ცხოვრებაც. ვერანაირი შეურაცხყოფა, ბულინგი, უსამართლოდ გულისტკენა და დაუნდობლობა ვერ გადაფარავს ამ განცდას!
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამდენ სითბოს და სიყვარულს გვიგზავნის მე და ჩემს ოჯახს! განსაკუთრებით დიდი მადლობა კი ბავშვებს, რომლებსაც ასე სჭირდებათ მშვიდი, სიხარულით და სიყვარულით სავსე გარემო!
დიდი მადლობა ყველა რეგიონს, იქაურ მასპინძლებს, გულთბილი დახვედრისთვის.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მიყვარხართ!“, - წერს ნინი ქარსელაძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩავიფსით და მაინც არ გამოგვივიდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი
⭕„ქალი ცეცხლი, ვულკანი“ - ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს